უძრავი ქონების ტური

ჩვენ ვართ «მარდი ჰაუსი»

შპს «მარდი ჰაუსი»

შპს „მარდი ჰაუსი“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს სულ უფრო და უფრო წარმატებულ საქმიანობას ქ. ბათუმში. სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე კომპანიას  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით როგორც მომხმარებლებს, ასევე კონკურენტებს შორის. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა  საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროს ტიპის სახლების (აპარტ-ოტელების) მშენებლობა.

„მარდი ჰაუსი“ წარმოადგენს შპს „მარდი ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას. უკვე 24 წელია შპს „მარდი ჰოლდინგი“ ახორციელებს წარმატებულ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაცაა თამბაქოს ნაწარმისა და კვების პროდუქტების წარმოება, საერთაშორისო ავიაგადაზიდვები და სხვა. „მარდი ჰოლდინგი“ არა მხოლოდ საქართველოშია ცნობილი: კომპანიას აქვს საქმიანი ურთიერთობები საიმედო პარტნიორებთან ბელგიაში, ბელორუსში, რუსეთში, ლიტვაში, უკრაინაში, თურქეთსა და ჰოლანდიაში. „მარდი ჰოლდინგის“ მიერ დაფუძნებულია საკმაოდ ბევრი კომპანია, რომლებიც ასევე სარგებლობენ პოპულარობით და გამოირჩევიან წარმატებული საქმიანობით. თავისი ორგანიზაციების ეფექტური კოორდინირების უნარი „მარდი ჰოლდინგს“  აძლევს გარკვეულ უპირატესობას მომხმარებლის მიერ საქონლისა და მომსახურების არჩევისას.

სამშენებლო კომპანია „მარდი ჰაუსის“ წარმატებული საქმიანობის მთავარი ფაქტორებია სწორი ეფექტური მენეჯმენტი, მკაცრი ფინანსური დისციპლინა და, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა ინტერესების ადეკვატური ანალიზი. საქმისადმი სერიოზულმა და პასუხისმგებლურმა დამოკიდებულებამ „მარდი ჰაუსს“ მისცა საშუალება თავი გამოევლინა მაქსიმალურად კარგი კუთხით: შესაძლებელი გახდა ისეთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რომლებიც პასუხობენ ხარისხის ყველა სტანდარტს, და ამავე დროს იდეალურად ერწყმის ბათუმისა და თბილისის არქიტექტურულ სტილს. უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე სწორედ „მარდი ჰაუსის“ მიერ იქნა დანერგილი სასტუმროს ტიპის სახლების მშენებლობის პროექტები. ამ მომენტისათვის კომპანიამ განახორციელა 5-ზე მეტი ამგვარი მშენებლობა, მიმდინარეობს მუშაობა 9 ახალ პროექტზე.   

კომპანია სულ რაღაც 5 წელია არსებობს, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მას გააჩნია საკმაოდ წარმატებული სამშენებლო ბიზნეს-პროექტები. სწორედ საყოველთაო აღიარებამ  გადააწყვეტინა კომპანიას მომავალში საკმაოდ გაბედული პროექტის განხორციელება - მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. „მარდი ჰაუსის“ წარმატებას განაპირობებს არა მარტო იდეალურად გააზრებული პროექტები, არამედ კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ორიენტაცია მომხმარებლის ინტერესებზე. სამომავლოდ  „მარდი ჰაუსი“ გეგმავს თავისი საქმიანობის გაფართოებას და ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებას. ეფექტური, წარმატებული საბაზრო საქმიანობა და ინოვაციური იდეები  კომპანიას აძლევს უფრო მეტ სტიმულს, რათა შეინარჩუნოს სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის წოდება.

ჩვენი მმართველობა

ირაკლი ჯიჯავაძე
ირაკლი ჯიჯავაძე აღმასრულებელი დირექტორი წერილის გაგზავნა
რამაზ თურმანიძე
რამაზ თურმანიძე შვილობილი კომპანია „მარდი ჰაუსის“ დირექტორი წერილის გაგზავნა
ნუკრი ბერიძე
ნუკრი ბერიძე შვილობილი კომპანია „ძველი ბათუმის“ დირექტორი წერილის გაგზავნა
რეგინა ტოტოიანი
რეგინა ტოტოიანი მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის უფროსი წერილის გაგზავნა
ელგუჯა ვასაძე
ელგუჯა ვასაძე სამშენებლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი წერილის გაგზავნა
ბექა თვალაძე
ბექა თვალაძე იურისტი წერილის გაგზავნა
აკაკი კახიძე
აკაკი კახიძე ფინანსების მენეჯერი წერილის გაგზავნა
ლევან ჭითანავა
ლევან ჭითანავა თბილისის წარმომადგენლობის მმართველი წერილის გაგზავნა
მაკა ფუტკარაძე
მაკა ფუტკარაძე გაყიდვების მენეჯერი წერილის გაგზავნა
ავთანდილ კომახიძე
ავთანდილ კომახიძე მარკეტინგის მენეჯერი წერილის გაგზავნა
იური თენიეშვილი
იური თენიეშვილი გაყიდვების მენეჯერი წერილის გაგზავნა
ნიკა შამილაძე
ნიკა შამილაძე მარკეტინგის მენეჯერი წერილის გაგზავნა
პაატა ბარაბაძე
პაატა ბარაბაძე ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი წერილის გაგზავნა
ნათია ჩახვაძე
ნათია ჩახვაძე კორპორატიული მდივანი წერილის გაგზავნა
ამირან ნიჟარაძე
ამირან ნიჟარაძე კონსტრუქტორი წერილის გაგზავნა
ბექა თევდორაძე
ბექა თევდორაძე არქიტექტორი წერილის გაგზავნა
გიორგი გოცაძე
გიორგი გოცაძე არქიტექტორი წერილის გაგზავნა

  • მარდი
  • ჰაუსი
  • მშენებლობა

სერთიფიკატები

ექსპო უძრავი ქონება
სერთიფიკატი

ყაზახეთის მე-5 საერთაშორისო გამოფენა „ექსპო უძრავი ქონება“

სპეციალიზირებული გამოფენა
სერთიფიკატი

მინსკის უძრავი ქონების მე-5 „სპეციალიზირებული გამოფენა“

უძრავი ქონება საზღვარგარეთ
სერთიფიკატი

კიევის მე-8 საერთაშორისო გამოფენა „უძრავი ქონება საზღვარგარეთ“

BATUMI BILD
სერთიფიკატი

ბათუმის მე-4 საერთაშორისო გამოფენა “BATUMI BILD”

x
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა