ქართული ღვინის გამოფენა ტოკიოში
ქართული ღვინის „უზადო“ გამოფენა მოეწყო ტოკიოში, იაპონიაში ღვინის და გასტრონომიის საერთაშორისო ფესტივალზე. მარდი ჰოლდინგმა რვა სახეობის ღვინო წარმოადგინა სტუმრებისთვის დასაგემოვნებლად. დიდი მოწონება გამოიწვია ქვევრის ღვინოებმა „ცოლიკაურმა“ და „ჩხავერმა“.
ყოველწლიურად ტოკიოს დიდ საგამოფენო სივრცეში ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები. ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ტოკიოში ალკოჰოლური სასმელის 76 000-მდე იმპორტიორი ჩადის საუკეთესო პროდუქციის შესარჩევად. მარდი ჰოლდინგი სამომავლოდ იაპონიაში გეგმავს აჭარაში დამზადებული ღვინისა და სიგარის ექსპორტს.