კომპანიამ ენერგოეფექტური პროექტები უცხოელ ექსპერტებს გააცნო
დღეს ბათუმში გაიმართა სასწავლო სემინარი „საცხოვრისის მართვა და მრავალბინიანი სახლების ენერგოეფექტური სანაცია“, სადაც მარდი ჰოლდინგის წარმომადგენელმა ბათუმში მშენებარე ენერგო ეფექტური პროექტები გააცნო. კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებასა და გეოთერმულ გათბობა/კონდიცირების სისტემების მოწყობაზე.
„მარდი ჰოლდინგი იწყებს ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას, რომლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალური ჰერმეტიზაციის ხარჯზე და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით, სახლებში ტემპერატურის რეგულირება ხდება და მოსახლე საწვავის ეკონომიას აკეთებს, რაც კომუნალური გადასახადების ბიუჯეტის 40%-ით შემცირებას იწვევს.“ - ამბობს თორნიკე ჭანტურიშვილი, მარდი ჰოლდინგის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სემინარში მონაწილეობდნენ უკრაინელი, გერმანელი, რუსი და მოლდოველი ექსპერტები, რომლებმაც სემინარის შემდეგ მარდი ჰოლდინგის მშენებარე ობიექტებიც დაათვალიერეს.