მარდი ჰოლდინგმა პოლონელ ექიმებს უმასპინძლა
კომპანია "მარდი ჰოლდინგის" საქმიანობით პოლონელები დაინტერესდნენ. ჰოლდინგის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს კომპანიის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ენერგო სფეროში. საუბარი ასევე შეეხო კომპანიის სამომავლო გეგმებს გამაჯანსაღებელი ცენტრებისა და პანსიონების მშენებლობასთან დაკავშირებით. პოლონელი მედიკოსები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდის მარშლისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.