x
2018 წლის საუკეთესო შემოთავაზება
საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

2018 წლის საუკეთესო შემოთავაზება

13.01.2018

ახალი წელი სხვადასხვა მიზეზის გამო ყველას უყვარს, თან ეს ის პერიოდია, როცა წლის განმავლობაში კიდევ ერთი შანსი გვეძლევა დავისვენოთ. ზამთრის არდადეგებზე ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ბაკურიანს ან გუდაურს სტუმრობენ, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, რომ ახალ წელს საშობაო ფილმების ზღაპრული სიუჟეტების მსგავსად შევხვდეთ - გარეთ თოვლით და საახალწლო გირლანდებით მორთული გარემო, მოგუნდავე და თხილამურებით მოსრიალე ბავშვები, სახლში კი სითბო და გემრიელი კერძები.

მარდი ჰოლდინგი გაძლევთ საუკეთესო შესაძლებლობას გქონდეთ საკუთარი სახლი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ,,მარდი ბაკურიანი“. კომპლექსი გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით, აპარტამენტების ტექნიკურად გამართული დაგეგმარებით, მართვის სერვისით და პირობებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სტატუსის თუ შემოსავლის მქონე ადამიანისათვის. ბინები ბარდება ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით. ყველა ბინის მფლობელს შეეძლება ისარგებლოს ცენტრალური გათბობითა და აუზით, რაც უდაოდ საკმაოდ დიდი კომფორტია სამთო-სათხილამურო კურორტზე. აპარტამენტების მინიმალური ფართობი გახლავთ - 25 კვ.მ. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს 24-თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით, რაც აპარტამენტის შეძენას უფრო მარტივსა და ხელსაყრელს ხდის. აღნიშნული კომპლექსი ასევე სასარგებლოა საოჯახო ბიზნესისთვის. მცირე ინვესტიციით თქვენ შეძლებთ ზამთარში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენებას, სხვა პერიოდში კი გაქირავებას. არ გამოტოვოთ შანსი ისარგებლოთ საახალწლო აქციით. შეიძინეთ აპარტამენტი “მარდი ბაკურიანში” და მიიღეთ ბათუმში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების საგზური ორი ადამიანისთვის.არ გამოტოვოთ შანსი და დაგვიკავშირდით: 574202020

კომენტარები
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა