უძრავი ქონების XV საერთაშორისო კონფერენცია
მარდი ჰოლდინგის თანაპარტნიორობით 8-10 სექტემბერს ოდესაში გაიმართა უძრავი ქონების ბაზრის ოპერატორების XV საერთაშორისო კონფერენცია.
ღონისძიებას მარდი ჰოლდინგის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი რეგინა ტოტოიანი ესწრებოდა, რომელმაც კომპანიის პროდუქცია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აღნიშნული ღონისძიება საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო პლატფორმაა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში, უძრავი ქონების ბაზრის წამყვანი ექსპერტები განიხილავენ მიმდინარე ტენდენციებს გაყიდვების სფეროში, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებასა და ამყარებენ ახალ საქმიან კავშირებს საერთაშორისო მასშტაბით.