სახლი მწვანე კონცხზე
ვინ არ ოცნებობს საკუთარ სახლზე, რომლის აივნებიდან ზღვის თვალწარმტაცი ხედი იშლება? "შატო დელ მარს"-ს, რომელიც მწვანე კონცხზე მდებარეობს, შეუძლია თავი მოიწონოს არაჩვეულებრივი კლიმატითა და სუფთა ჰაერით. კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 8 კმ-ში და ზღვის ნაპირიდან 100 მ-ში. იქვე, სულ ახლოს განლაგებულია ბათუმის განთქმული ბოტანიკური ბაღი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს იზიდავს გასაოცარი სიმშვიდითა და სუფთა ჰაერით.
ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე დიდი არჩევანია, მაგრამ საცხოვრებელი ფართის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, რადგანაც მასზე ბევრად არის დამოკიდებული ცხოვრების ხარისხი. კომპლექსი ითვალისწინებს მომსახურების სხვადასხვა სახეს: აუზს, ფიტნეს-ცენტრს, სპა-სალონს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სართულების დალაგება, ვიდეოკონტროლი, დაცვა, დამცავი სისტემა, რესეპშენი, კონსიერჟი და სხვა. თქვენ არ მოგიწევთ პირადად მართოთ აღნიშნული კომუნიკაციები, ამ დავალებას მთლიანად იღებს თავის თავზე „მარდი ჰოლდინგი“. ბავშვების გართობა და დასვენებაც "შატო დელ მარ"-ში დაუვიწყარი იქნება. სახლის ტერიტორიაზე იგეგმება საბავშვო გასართობი ცენტრი, ხოლო თავად კომპლექსი გარშემორტყმული იქნება მოვლილი და მყუდრო დასასვენებელი სკვერებითა და ტერასებით.
აღნიშნულ ზონას, ბანაობისა და გაჯანსაღების გარდა, სხვა მიმზიდველი მხარეც გააჩნია. აქ ბლომად არის ადგილები საზღვაო თავგადასავლების მოყვარულთათვის. ზღვაზე გასეირნება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ხოლო დაივინგის მოყვარულები აუცილებლად დაინტერესდებიან მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი.
თამამად შეიძლება განვაცხადოთ, ეს გახლავთ შესანიშნავი ადგილი საცხოვრებლად. აქ შეძლებთ გაერიდოთ ქალაქის ალიაქოთს, მოდუნდეთ, დაივიწყოთ პრობლემები და დატკბეთ თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით. გადადგით თამამი ნაბიჯი - აირჩიეთ "შატო დელ მარ"-ი და თქვენ შეძლებთ რეალობად აქციოთ ოცნება!