მარდი მონ ბლანის პრეზენტაცია
29 სექტემბერს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა საცხოვრებელი სახლის Mont Blanc მშენებლობის პროცესი. ცერემოანიალში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის ვიცე-მერი და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ბათუმში ბარაკული ტიპის საცხოვრისების ჩანაცვლებას თანამედროვე ტიპის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით. პროექტი Mont Blanc-ი დასრულდება 2016 წლის დეკემბრის თვეში.
საყურადღებოა, რომ კომპნია მარდი ჰოლდინგის, როგორც მშენებელი კომპანიის მონაწილეობით, ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება სახელწოდებით NOVA HOUSE.