საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

სამომავლო პროექტები საქართველოში

გიფიქრიათ საკუთარი თანხების დაბანდებაზე? ან გნებავთ შეიძინოთ ბინა ახალ კორპუსში? მაშინ თქვენ ეს ნაწილი აუცილებლად დაგაინტერესებთ. თქვენს ყურადღებას ვთავაზობთ აქტიურ პროექტებს, დღესვე შეგიძლიათ შეიძინოთ საცხოვრებელი ფართი ერთ-ერთ წარმოდგენილ კომპლექსში. ჩვენ ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. შესაბამისად, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოს.

დღეს საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის უცხოელებიც, ინტერესდება. დასაწყისისთვის დაათვალიერეთ პროექტების აღწერა, მომავალი შენობების დაგეგმარება და ფოტოსურათები, შეუდარეთ ფასები საკუთარ ბიუჯეტს. და თუ ყველაფერი რიგზეა, დროა გააკეთოთ დაკვეთა, რადგანაც უკვე ბევრი ბინა გაიყიდა, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დამთავრებულა.

მშენებლობა წარმოებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ამიტომაც დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, ჩვენი ფასების პოლიტიკა სასიამოვნოდ გაგაოცებთ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი კლიენტების შესაძლებლობები გავითვალისწინოთ. საცხოვრებელი ფართის შეძენას ისეთ პროექტებში, რომლებიც ჯერ მხოლოდ დაგეგმარების ფაზაშია, თავისი დადებითი მხარეები გააჩნია: თქვენ შეგიძლიათ წინასწარ შეუთანხმდეთ კომპანია „მარდი ჰაუსს“ და შეცვალოთ ბინის განლაგება. თუ  ახალ ბინაში ცხოვრებას არ აპირებთ, თქვენ შეგიძლიათ გააქირავოთ ის. 

ჩვენ ამაშიც გაგიწევთ დახმარებას, რადგანაც გაგვაჩნია მდგურების ბაზა, რომლებსაც სურთ დაიქირავონ ბინა ახალაშენებულ კორპუსში. ხარისხისა და კომფორტის შემფასებლები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან ჩვენი ორგანიზაციის ბინების შეძენით.

Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა