უძრავი ქონების უფასო ტური

მიმდინარე პროექტები საქართველოში

„მარდი ჰაუსი“ განვითარებადი და მზარდი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება. ჩვენ ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს ხელმისაწვდომ  ფასად ლამაზ გარემოში, თანამედროვე ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით. მიმდინარე პერიოდში ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს, დღესვე შეგიძლიათ შეიძინოთ საცხოვრებელი ფართი ახალაშენებულ სახლში. ერთ-ერთ მიმდინარე პროექტს წარმოადგენს „შატო დელ მარი“ - ელიტური თანამედროვე სახლი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. თუ დიდი ხანია ოცნებობთ მწვანე კონცხის მიდამოებში ბინის შეძენაზე, მაგრამ ვერ ახერხებთ ამას მაღალი ფასების გამო, მაშინ ეს პროექტი სავსებით მისაღებია თქვენთვის. ეს არის შესანიშნავი ადგილი ოჯახისათვის, რომელიც საკუთარ  ჯანმრთელობას უფრთხილდება - ახლოს მდებარე ბოტანიკური ბაღის წყალობით აქ  მუდმივად სუფთა ჰაერია. ხმაურიანი ქალაქისაგან მოშორებით თქვენ შეძლებთ დატკბეთ სიმშვიდითა და სიჩუმით. ჩვენი კომპანიის ბინის შეძენით თქვენ უზრუნველყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას, რადგანაც ჩვენი კომპლექსების მომსახურების სერვისში შედის კონსიერჟი და დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ სახლები ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, ბინების უმეტესობა უკვე გაიყიდა. ამიტომაც თუ გსურთ გააკეთოთ შენაძენი, უნდა იჩქაროთ! დღეისათვის გვაქვს რამდენიმე აქტიური პროექტი, რომელთა შესახებაც ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ მოცემულ ნაწილში. „მარდი ჰაუსის“ მიერ აშენებული ბინის შეძენით საუკეთესოდ დააბანდებთ თქვენს მომავალს.

Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა