უძრავი ქონების უფასო ტური

ბინის შეძენა თბილისში

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის საცხოვრებელი ბინის ყიდვას გადაწყვეტს. ზოგიერთი ამჯობინებს წყნარ და პატარა ქალაქებს, ზოგს კი დიდი და ხმაურიანი ქალაქი ურჩევნია. თბილისი, რაღა თქმა უნდა, მეორე ჯგუფს მიეკუთვნება. თბილისი დიდი მეგაპოლისია, სადაც შეხვდებით სრულიად განსხვავებული საქმიანობის ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ტურისტებს, სასულიერო პირებსა თუ საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ კომპანიების მფლობელებს.

ბინა თბილისში ერთგვარი მაჩვენებელია ადამიანის მისწრაფებისა განვითარებისა და წარმატებული მომავლისაკენ. თუ თქვენ გადაწყვეტთ შეიძინოთ ფართი  ბიზნესისათვის თბილისში, ამაში დაგეხმარებათ კომპანია „მარდი ჰაუსი“. საიტის შესაბამის განყოფილებაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძრავი ქონება, რომელიც გამოსადეგი იქნება როგორც ახლად დაარსებული, ასევე უკვე ცნობილი მსხვილი კომპანიებისთვისაც. თბილისში ბინის შეძენით თქვენ შეიქმნით კუთხეს, სადაც შეძლებთ დაივიწყოთ პრობლემები, მოდუნდეთ და ისიამოვნოთ ლამაზი არქიტექტურული ხედებით თქვენი ბინის ფანჯრებიდან. საცხოვრებელი ფართის შეძენა  სერიოზული ნაბიჯია.

ჩვენ გთავაზობთ ბინებს თბილისში ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის იდეალური ვარიანტის შერჩევაში, საჭიროა მხოლოდ შეხვიდეთ გაყიდვების ნაწილში და შეიყვანოთ საძიებო მონაცემები. დიდი არჩევანი და ჩვენი პროფესიონალიზმი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ელიტური საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში შედარებით ძვირად ფასობს, მაგრამ ნამდვილად ღირს ამად.

ბევრი შეძლებული ადამიანი ბინის შეძენას სწორედ ასეთ კომპლექსებში ამჯობინებს, ეს ძალიან მოსახერხებელია. თქვენს სახლში შესაძლებელია იყოს მაღაზია, გვერდით კი კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანი. თბილისში ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, ქალაქს მდიდარი ისტორია, ლამაზი არქიტექტურა და საინტერესო კულტურა გააჩნია. 

ასე რომ, თუ შეიძენთ ბინას თბილისში, თქვენ შეძლებთ ბოლომდე განიმსჭვალოთ ქალაქის ატმოსფეროთი, შეიგრძნოთ თბილისური სული.  მუდმივად ცვალებადი ეკონომიკური ვითარების პირობებში უძრავი ქონება თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხო ცხოვრების გარანტად იქცევა.

Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა