უძრავი ქონების ტური

უძრავი ქონების ყიდვა

Покупка недвижимости

უძრავი ქონების ყიდვა საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც მოითხოვს პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს.  უძრავი ქონების ბაზრის მრავალფეროვანი შემოთავაზებებიდან რთულია შეარჩიო მისაღები ვარიანტი, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებდა დამკვეთის ყველა მოთხოვნას.

კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ დახმარებას  მოკლე ვადებსა და ხელსაყრელ პირობებში უძრავი ქონების მოძიებასა და ყიდვაში. კლიენტებს შეუძლიათ მოაწყონ გაცნობითი ხასიათის ტური მშენებარე და მზა ობიექტებზე, გაეცნონ სამუშაოების შედეგებს და მხოლოდ ამის  შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

როგორც ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, კლიენტთა უმრავლესობა უძრავი ქონების შესყიდვას თვლის რთულ საქმედ, რომელსაც ბევრი დრო და დიდი ენერგია სჭირდება. ჩვენმა რამდენიმეწლიანმა სისტემურმა მუშაობამ ჩვენი დამკვეთები დაარწმუნა იმაში, რომ ჩვენი კომპანიის დახმარებით ბათუმში ბინის ან სახლის შეძენა ხელსაყრელი ინვესტიციაა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა.

ჩვენი ყველა ობიექტი შეესაბამება შეთავაზებას და ფასისა და ხარისხის იდეალურ შეფარდებას წარმოადგენს. კომპანია „მარდი ჰაუსის“ მუშაობის მთავარი პრინციპია ყოველი კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, მაქსიმალური დახმარების აღმოჩენა ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი ფართების შეძენისას.  ქვემოთ წარმოდგენილია იმ მოქმედებათა სია, რომელიც ხორციელდება ჩვენს კომპანიაში უძრავი ქონების შეძენისას:

- კონსულტაცია, ვარიანტების შერჩევა და დაჯავშნა;

- აეროპორტში კლიენტის დახვედრა, ტრანსფერი სასტუმროში;

- შერჩეული ვარიანტების დათვალიერება და კლიენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება;

- გადახდის საშუალების შერჩევა და კლიენტსა და მშენებელს შორის ხელშეკრულების გაფორმება;

- უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში და შემდგომ საფასურის გადახდა ბანკში.

საქართველოში სახლის ყიდვა, რა თქმა უნდა, თქვენი თანხების ხელსაყრელი დაბანდებაა, ხოლო ჩვენი კომპანიის უძრავი ქონება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ ყოველთვის იქნებით დარწმუნებული მომავალი საცხოვრებელი ბინის ხარისხსა და კომფორტში.

გაქვთ შეკითხვა?
დაგვიკავშირდით
x
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა