უძრავი ქონების ტური

მშენებლობა

Строительство

5 წლის განმავლობაში კომპანია  შპს „მარდი ჰაუსი“ აწარმოებს  საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმრო აპარტამენტების  მშენებლობას საქართველოში.  ჩვენი სავიზიტო ბარათია ხარისხიანად შესრულებული და ექსპლოატაციაში დროულად ჩაშვებული სამშენებლო ობიექტები, რომლებმაც დამკვეთთა მხრიდან  მაღალი შეფასება  მიიღეს.

უძრავი ქონების მშენებლობა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის ძირითად მიმართულებას, რომელიც აქტიურად ვითარდება. დამატებითი მომსახურება მოიცავს რემონტს, ინტერიერის დიზაინს, უძრავი ქონების მართვას და ა.შ. 

„მარდი ჰაუსი“ ხარისხისა და საიმედოობის გარანტია. კლიენტები კმაყოფილნი არიან ჩვენი მომსახურების შედეგებით და რეკომენდაციას გვიწევენ როგორც ბათუმის ერთ-ერთ  საუკეთესო სამშენებლო კომპანიას.

ამჟამად წარმოებს ახალი პროექტების მშენებლობა და რეალიზაცია. მშენებლობის პროცესის განმავლობაში ჩვენ გვაქვს კონტაქტი კლიენტებთან და არავითარ შემთხვევაში არ ვცვლით ხელშეკრულების პირობებს მათი თანხმობის გარეშე.  დამკვეთს თავადაც  შეუძლია პირადად გააკონტროლოს მშენებლობის პროცესი, აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და დარწმუნდეს იმაში, რომ ჩვენი შენობები შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. 

გარდა ამისა, „მარდი ჰაუსი“  აჭარაში აწარმოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. მცირე ჰესის მშენებლობისას ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ ფაქტორს, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის ეფექტური გამომუშავებისათვის.

უძრავი ქონების შეძენისას თქვენ დაგაინტერესებთ ორი ფაქტორი - ფასი და ობიექტის მდებარეობა. ჩვენი კომპანია ორივე ფაქტორს ითვალისწინებს.

ბინების ფასები ყოველთვის შეესაბამება ფართობსა და მდებარეობას. კომპანია წარმოგიდგენთ ფასების ფართო დიაპაზონს -  მისაღები ფასის საოჯახო ვარიანტიდან დაწყებული ბიზნეს-კლასის ძვირფასი ბინებით დამთავრებული.

ჩვენ ვაშენებთ მხოლოდ უსაფრთხო ადგილებში მოხერხებული სატრანსპორტო ქსელით. ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები ყოველთვის კეთილმოწყობილია, უზრუნველყოფილია პარკირების ადგილით.

მშენებლობისათვის „მარდი ჰაუსი“ იყენებს მხოლოდ მაღალხარისხიან თანამედროვე მასალებს, რომლებსაც აქვთ ხარისხის გარანტია და შეესაბამებიან საერთაშორისო სტანდარტებს. გამოიყენება მხოლოდ ახალი ტექნიკა, რომელიც რეგულარულად  გადის ტექნიკურ შემოწმებასა და ტესტირებას.

გაქვთ შეკითხვა?
დაგვიკავშირდით
x
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა