საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

თანამშრომლობა

Сотрудничество

მშენებლობა და რემონტი ყოველთვის მოთხოვნადი მომსახურებაა, სწორედ ამიტომაც ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაგჭირდებათ. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ მიმართავთ ამ სფეროს პროფესიონალებს.   კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ უძრავი ქონების მშენებლობის, რემონტისა და დიზაინის მომსახურებას. ჩვენი კომპანია მუდმივად ეძებს საიმედო პარტნიორებს ურთიერთხელსაყრელ პირობებში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის. პირველ რიგში ჩვენ ვეძებთ უძრავი ქონების სააგენტოებს, რომლებიც სარგებლობენ კარგი რეპუტაციით კლიენტებს შორის და გააჩნიათ მუშაობის გამოცდილება უძრავი საცხოვრებელი ქონების  სფეროში. ასევე ჩვენი პარტნიორული კომპანიის მისაღები ვარიანტი იქნებოდა გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელები, კლიენტებთან მუშაობის მენეჯერები, გაყიდვების სპეციალისტები და სხვა. თუ თქვენ მოღვაწეობთ სარეკლამო სფეროში და გსურთ ითანამშრომლოთ საქართველოს საიმედო მშენებლებთან, ჩვენი კომპანია მზად არის შემოგთავაზოთ ხელსაყრელი პარტნიორული პროგრამა. ჩვენ გაგვაჩნია უძრავი ქონების ობიექტების ფართო არჩევანი, გარდა ამისა მიმდინარეობს ახალი პროექტების მშენებლობა.

ჩვენს პარტნიორულ პროგრამაში ჩართვისას კომპანია „მარდი ჰაუსი“ იძლევა შემდეგ გარანტიებს: 1. სარეკლამო მასალებით (ბანერები, ფირები, წებო, ალუმინის პანელები და ა.შ.) მომარაგება; 2. საკომისიო სახსრების დროული გადახდა; 3. პასუხისმგებლობა პარტნიორული პროგრამის ხელშეკრულების ყველა პუნქტის დაცვაზე; 4. რეკლამის დაკვეთა თქვენი პროექტის ფარგლებში ურთიერთხელსაყრელ პირობებში.

 თავის მხრივ, ჩვენს პარტნიორულ პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში თქვენგან ველოდებით:

- კომპანია „მარდი ჰაუსის“ შესახებ ინფორმაციის შეთავაზება ყველა შესაძლებელი რესურსისათვის.  ეს შეიძლება იყოს როგორც გარე რეკლამა, ასევე რეკლამა ინტერნეტ-საიტებზე.

- ჩვენი კომპანიისათვის პოტენციური კლიენტების მოძიება.

ასევე შესაძლებელია პარტნიორული პროგრამის განხორციელება სხვა სამშენებლო კომპანიებთან ერთად ურთიერთხელსაყრელ პირობებში. პირველ რიგში ეს ეხება კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასა და რემონტს.  ამ შემთხვევაში ჩვენ რეკომენდაციას გავუწევთ თქვენს პროდუქციასა და მომსახურებას ჩვენს დამკვეთებთან, რაც გაზრდის თქვენი კომპანიის რეპუტაციას. 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი უპირატესობა ჩვენს კომპანიასთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისას (თანამშრომლობის პირობები განიხილება ინდივიდუალურად ყოველ პარტნიორულ კომპანიასთან ერთად).

გაქვთ შეკითხვა?
დაგვიკავშირდით
x
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა