უძრავი ქონების ტური

უძრავი ქონების მართვა

Управление недвижимостью

უძრავი ქონების მართვა მიმართულია ქონების შენარჩუნებასა და უძრავი ქონების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. უძრავი ქონების პროფესიონალური მართვის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს მისი შენახვის დანახარჯების შემცირება და გამოყენებისაგან მიღებული შემოსავლების გაზრდა. ეს საკმაოდ რთული სტრუქტურაა, რომელიც მოითხოვს ბაზრის აღნიშნული სეგმენტის გარკვეულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ უძრავი ქონების მართვის მომსახურებას. თქვენ მხოლოდ  ყოველთვიური ფიქსირებული საფასურის შეტანა მოგიხდებათ და შეგიძლიათ არ შეწუხდეთ თქვენი საცხოვრებლის უსაფრთხოებაზე.

უძრავი ქონების მართვაში შემავალი მომსახურება:

  • ყველა კარისა და ფანჯრების, სიგნალიზაციის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • წყლის, გაზისა და ა.შ. შესაძლო გაჟონვის შემოწმება;
  • ელექტროობის, წყლისა და ყველა ელექტროხელსაწყოს მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ყველა სანიტარული სათავსოს შემოწმება;
  • შენობების ყოველკვირეული განიავება;
  • დალაგება და რეცხვა (მოთხოვნის მიხედვით);
  • გასაღებებისა და სხვა ძვირფასი ნივთების შენახვა;
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენა, სარემონტო ან დიზაინერული სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
  • ავტომობილის არენდა, აეროპორტში დახვედრა/გაცილება;
  • ყოველთვიური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ. ჩვენ ასევე მზად ვართ შევასრულოთ კლიენტის ნებისმიერი ცალკეული მოთხოვნა;
  •   სამუშაოთა  და გამოყენებული  რესურსების დაგეგმვა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებისა და უძრავი ქონების მართვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენს კომპანიას შეუძლია ნებისმიერი რთული ამოცანის გადაწყვეტა. თუ მიმართავთ ჩვენს კომპანიას, მიიღებთ მომსახურების ფართო სპექტრს მისაღებ ფასად.

გაქვთ შეკითხვა?
დაგვიკავშირდით
x
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა