უძრავი ქონების ტური

რემონტი

Ремонт

დიდი ხნის ნანატრი საცხოვრებელი ფართის შეძენა მხოლოდ ნახევარი საქმეა. თქვენს ბინას ჭეშმარიტ კომფორტსა და უნიკალურობას მხოლოდ ხარისხიანი რემონტი მიანიჭებს. ბინების რემონტი  ყოველთვის მოთხოვნადი მომსახურებაა. სჯობს, ეს მნიშვნელოვანი პროცესი პროფესიონალებს მიანდოთ და ამით დაზოგოთ დრო, ფული და ნერვები.

კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ ბინების რემონტისა და დიზაინის მომსახურებას მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში.  ჩვენს აქტივშია ათობით წარმატებით რეალიზებული პროექტი და კმაყოფილი კლიენტები, რომლებიც საიმედო პარტნიორად გვთვლიან. ჩვენი სპეციალისტები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მაქსიმალურად მცირე დროში გარდასახონ თქვენი ბინა და მიანიჭონ მას მდიდრული იერი. ჩვენ ვითვალისწინებთ და წარმატებით ვახორციელებთ  ჩვენი დამკვეთების ნებისმიერ იდეასა და სურვილს. სწორედ ამიტომაც  ჩვენი ყოველი პროექტი ორიგინალობით გამოირჩევა. მუშაობის დიდი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი, იდეალურად შევუხამოთ ერთმანეთს ხარისხი და სილამაზე, ჰარმონია და საიმედოობა.

ასევე ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს კლიენტთან კონსულტაცია მშენებლობის ყოველ ეტაპზე,  სქემებისა და ნახაზების შედგენიდან დაწყებული და კოსმეტიკური რემონტით დამთავრებული. მფლობელს პირადად შეუძლია გააკონტროლოს სამუშაო პროცესი, ჩაატაროს შუალედური შეფასება და შეამოწმოს შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების სიზუსტე.

ჩვენი კომპანია მკაცრად იცავს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებს, იყენებს მხოლოდ მაღალხარისხიან სამშენებლო მასალებს, რომლებსაც აწოდებენ საიმედო მიმწოდებლები. მასალის ხარისხი არ არის დამოკიდებული პროექტის ღირებულებაზე, ყველაზე საბიუჯეტო ვარიანტებიც კი სრულდება უმაღლეს დონეზე. 

ჩვენი მომსახურება:

  • სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ჩვენ ვახორციელებთ როგორც სრულ კომპლექსურ რემონტს გასაღების ჩაბარებით, ასევე ცალკეულ სამუშაოებს, როგორიცაა, მაგალითად, კედლების, ჭერისა და იატაკის გასწორება, კომუნიკაციების გაყვანა, კოსმეტიკური რემონტი და ა.შ.
  • სახლების მშენებლობა და მოპირკეთება. ჩვენ ვაწარმოებთ საცხოვრებელი სახლების სამშენებლო და სარემონტო  მომსახურების სრულ სპექტრს.  
  • ბინების საავტორო დიზაინ-პროექტების შექმნა. ჩვენი კრეატიული დიზაინერების გუნდი თქვენს ინტერიერს დახვეწილობასა და სილამაზეს მიანიჭებს.
  • სამშენებლო მასალების შერჩევა და შეძენა. მასალების მოძიებასა და მიწოდებას ჩვენ დამოუკიდებლად ვაწარმოებთ.
გაქვთ შეკითხვა?
დაგვიკავშირდით
x
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა