საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

უძრავი ქონება

სამშენებლო და დეველოპერული კომპანია «მარდი ჰაუსი» ობიექტის არჩევა
ჩვენი პროექტები
«მარდი ჰაუსი»
შპს “მარდი ჰაუსი” საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც აქტიურად ოპერირებს უძრავი ქონების სფეროში ბათუმსა და თბილისში. გაეცანეთ ჩვენ მიერ დამზადებულ საცხოვრებელ ფართებს.
ჩვენმა კომპანიამ ააშენა რამდენიმე მაღალხარისხიანი სამშენებლო ობიექტი და მოვიპოვეთ დადებითი რეპუტაცია, როგორც ჩვენს კლიენტებს, ასევე ბიზნეს-პარტნიორებს შორის.

ჩვენს სამშენებლო კომპანიას აქვს წარმომადგენლობები რუსეთში, უკრაინასა და ირანში. “მარდი ჰაუსი” წარმოადგენს “მარდი ჰოლდინგის” შვილობილ კომპანიას. მშენებლობის პროცესში ჩვენ ვასრულებთ აუცილებელი სამუშაოების მთელ კომპლექსს, საცხოვრებელი ობიექტის პროექტირებიდან დაწყებული ექსპლუატაციაში მიღებით დასრულებული. პროექტის დროული რეალიზება, პასუხისმგებლიანობა, ინოვაციურობა, შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი - ის პარამეტრებია, რომლებმაც “მარდი ჰაუსის” მოწინავე პოზიციები განაპირობა სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე.

დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომა კორპორატიული ფილოსოფიის ქვაკუთხედია. ეფექტურმა პროექტირებამ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ, მომხმარებელზე ორიენტირებულობამ და მათდამი პატივისცემამ განაპირობა მარდი ჰაუსის საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიად ჩამოყალიბება.

ჩვენი უპირატესობებია:

  • ნებისმიერი სირთულის საცხოვრებელი ბინებისა და კომპლექსების მშენებლობა. ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ყველაზე რთული და არასტანდარტული ობიექტების მშენებლობა ექსკლუზიური პროექტირებით.
  • ნებისმიერი სახის სამუშაოების გარანტირებული ხარისხი. ჩვენი კომპანია დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და ნებისმიერი ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე იღებს პასუხისმგებლობას.
  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტის მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ  კლიენტების იდეებს, ხოლო ამ იდეების რეალობად ქცევა ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა.
  • ვალდებულებების და ვადების დაცვა. სამუშაოს შესრულება და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში  გარანტირებულია.
  • უახლესი, თანამედროვე მასალები და აღჭურვილობა. მშენებლობის პროცესში  ჩვენ   ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საამშენებლო მასალებს და თანამედროვე   ტექნოლოგიებს. ეს აძლევს ჩვენს  კლიენტებს მშენებარე ობიექტების  ხარისხის გარანტიას!
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა