x
გავეცანით ენერგო-ეფექტურ ტექნოლოგიებს
საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

გავეცანით ენერგო-ეფექტურ ტექნოლოგიებს

24.07.2017

მარდი ჰოლდინგი“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია სირაბიძე გერმანიაში ენერგო-ეფექტურ ტექნოლოგიებს გაეცნო. პროექტის მიზანი იყო სამშენებლო სექტორში მოღვაწე გერმანულიდა ქართული კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობა.
დელეგაციის წევრებმა მოინახულეს გერმანული წამყვანი კომპანიები, რომლებიც სამშენებლო მასალებს, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებს აწარმოებენ, ასევე გაეცნენ მზის კოლექტორებისა დაენერგო-ეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენების ფუნქციონალურ მხარეებს. პროექტი ხორციელდება გერმანიის ავტონომიური ოლქის, ბავარიის ეკონომიკის, მედიის, ენერგეტიკის და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ. ქართული მხრიდან თანაორგანიზატორი იყო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება(DWV).
 “გერმანია არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკა წინ მიიწევსსწორედ ენერგომოხმარების შემცირების ხარჯზე. გერმანელები ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და მათი ნაბიჯები გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი.კარგი იქნება თუ ყველა მშენებელი ნაკლებ ფინანსურ სარგებელზე იფიქრებს და ენერგო-ეფექტურ ნაგებობებს ააშენებს, რითიც მეტ კომფორტს შეუქმნის მომხმარებელს და ახლო მომავალში ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს ქვეყანას.” - ამბობს ნათია სირაბიძე.
მარდი ჰოლდინგი უკვე აშენებს ენერგო-ეფექტურ სახლებს.

კომენტარები
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა