“მარდი ჰოლდინგის” მოწევევით ბათუმს ლატვიური ბიზნეს დელეგაცია სტუმრობდა
“მარდი ჰოლდინგის” მოწევევით ბათუმს ლატვიური ბიზნეს დელეგაცია სტუმრობდა
ლატვიელ ბიზნესმენებს შორის იყვნენ სამშენებლებო-დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის ლატვიაში ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების პლატფორმის latio.lv და ლატვიის უძრავი ქონების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა სიარკი. ლატვიელი სტუმრები რამდენიმე დღეს გაატარებენ ქუთაისსა და ბათუმში. ისინი გაეცნობიან საქართველოს და კერძოდ აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნეს გარემოსა და კულტურას.
ლატვიელები უკვე სტუმრობდნენ სათაფლიას, გელათს და მაჭახლის ხეობას. ასევე დაათვალიერეს ბათუმი და მისი შემოგარენი, დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და ღვინო აჭარულ ღვინის სახლში. 18 ივნისს ლატვიელ ბიზნესმენებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. საუბარი შეეხო აჭარის მზარდ ტურისტულ და ეკონომიკურ გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობებს.