x
სახლი მწვანე კონცხზე - შატო დელ მარ
საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

სახლი მწვანე კონცხზე

01.06.2015

ვინ არ ოცნებობს საკუთარ სახლზე, რომლის აივნებიდან ზღვის თვალწარმტაცი ხედი იშლება? "შატო დელ მარს"-ს, რომელიც მწვანე კონცხზე მდებარეობს, შეუძლია თავი მოიწონოს არაჩვეულებრივი კლიმატითა და სუფთა ჰაერით. კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 8 კმ-ში და ზღვის ნაპირიდან 100 მ-ში. იქვე, სულ ახლოს განლაგებულია ბათუმის განთქმული ბოტანიკური ბაღი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს იზიდავს გასაოცარი სიმშვიდითა და სუფთა ჰაერით.

ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე დიდი არჩევანია, მაგრამ საცხოვრებელი ფართის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, რადგანაც მასზე ბევრად არის დამოკიდებული ცხოვრების ხარისხი. კომპლექსი ითვალისწინებს მომსახურების სხვადასხვა სახეს: აუზს, ფიტნეს-ცენტრს, სპა-სალონს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სართულების დალაგება, ვიდეოკონტროლი, დაცვა, დამცავი სისტემა, რესეპშენი, კონსიერჟი და სხვა.  თქვენ არ მოგიწევთ პირადად მართოთ აღნიშნული კომუნიკაციები, ამ დავალებას მთლიანად იღებს თავის თავზე „მარდი ჰოლდინგი“. ბავშვების გართობა და დასვენებაც "შატო დელ მარ"-ში დაუვიწყარი იქნება. სახლის ტერიტორიაზე იგეგმება საბავშვო გასართობი ცენტრი, ხოლო თავად კომპლექსი გარშემორტყმული იქნება მოვლილი და მყუდრო დასასვენებელი სკვერებითა და ტერასებით.

აღნიშნულ ზონას, ბანაობისა და გაჯანსაღების გარდა, სხვა მიმზიდველი მხარეც გააჩნია. აქ ბლომად არის ადგილები საზღვაო თავგადასავლების მოყვარულთათვის.  ზღვაზე გასეირნება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ხოლო დაივინგის მოყვარულები აუცილებლად დაინტერესდებიან მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი. 

თამამად შეიძლება განვაცხადოთ, ეს გახლავთ შესანიშნავი ადგილი საცხოვრებლად. აქ შეძლებთ გაერიდოთ ქალაქის ალიაქოთს, მოდუნდეთ, დაივიწყოთ პრობლემები და დატკბეთ თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით.  გადადგით თამამი ნაბიჯი - აირჩიეთ "შატო დელ მარ"-ი  და თქვენ შეძლებთ რეალობად აქციოთ ოცნება!

კომენტარები
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა