მშენებლობის ახალი ტექნოლოგიები
ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები დასავლეთიდან შემოვიდა. მათ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს შედარებით დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი. დიდი ხნის განმავლობაში მათ შეიმუშავებდნენ იმ მიზნით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მცირე ვადაში მაქსიმალურად კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებლი ფართის მშენებლობა, ფართისა, რომელიც დააკმაყოფილებდა საიმედოობის ყველა სტანდარტს.
უკანასკნელ წლებში სახლების მშენებლობის ტექნოლოგიები ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რის წყალობითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მშენებლობის დრო, ხოლო საცხოვრებელი ფართის ფასი კი უფრო ხელმისაწვდომი გახდა. გამძლეობისა და მუდმივობის მდგრადობის მაჩვენებლების მიხედვით, ასეთი შენობები ტოლს არ უდებენ ძველი ტექნოლოგიებით აშენებულ სახლებს.
სამშენებლო ობიექტების მშენებლობის დროისა და ხარჯის შემცირებამ არ უნდა დაგვავიწყოს ნაგებობების ხარისხი და უსაფრთოება. მშენებლობაში ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უმჯობესია გამოვიყენოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალები, რომლებიც შეიძლება განიცდიდნენ სხვადასხვა არაკეთილსასურველი ფაქტორების ზემოქმედებას: თერმული და მექანიკური დატვირთვის, ქარისა და სხვა ატმოსფერული ნალექის ზემოქმედებას და ა.შ. ამასთან აღნიშნული მასალები არ უნდა კარგავდნენ თავიანთ ფუნქციურობასა და მთლიანობას.
კომპანია „მარდი ჰაუსი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სახლების მშენებლობაში. უახლესი მეთოდიკების ასეთი აქტიური გამოყენება ხელს უწყობს მათ განვითარებასა და ინტენსიურ დამუშავებას, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველაზე თამამი იდეების წარმოქმნასა და დანერგვასთან. ეს კი საშუალებას იძლევა სამშენებლო სფეროში მივაღწიოთ იმას, რაც ჯერ კიდევ გუშინ შეუძლებელი ჩანდა.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ობიექტების ფართო ასორტიმენტს, რომელთა შორისაცაა ბინები თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებით აშენებულ სახლებში. ისინი აგებულია უსაფრთხო მასალების გამოყენებით. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ასეთ ფართში ცხოვრება კომფორტული იქნება წლის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ამინდში.