x
მიზეზები, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბათუმში
საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბათუმში

16.05.2015

როდესაც ირჩევთ ქვეყანას, სადაც  მომგებიანი ინვესტიციიის მიზნით აპირებთ საკუთარი ოჯახისათვის შეიძინოთ რეზიდენცია, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საქართველოსა და მის შავიზღვისპირა ქალაქებს. თანამედროვე ბათუმი იქცა ერთგვარ მაგნიტად, რომელიც ძლიერ იზიდავს ადამიანებს. დანარჩენი ქართული ქალაქების ფონზე ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა, რადგანაც აქ შეიძლება არამარტო იდეალურად დაისვენოს ადამიანმა, არამედ წარმატებით აწარმოოს ბიზნესიც. თქვენ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ,  სად შეიძინოთ ახალი ბინა?  შევეცადოთ ერთად განვიხილოთ ძირითადი მიზეზები, თუ რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება ბათუმში.

ბათუმი წარმოადგენს პოპულარულ კურორტს წარმტაცი ბუნებითა და  სუფთა ჰაერით, რომელშიც შეზავებულია მთის ბალახეულისა და ტყეების არომატი. ბანაობის სეზონი ხანგრძლივია და გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. გარდა ამისა, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი იმდენად მიმზიდველია, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციის რეიტინგში ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდა. ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბინის შეძენით თქვენი თანხების  მომგებიან და საიმედო დაბანდებას აწარმოებთ, რადგანაც უძრავი ქონების ობიექტები ყოველწლიურად ძვირდება.

რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, საქართველოში ბინის შეძენისას თქვენ არ გექნებათ არავითარი ზედმეტი ხარჯი. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დამატებითი ღირებულების გადასახადი, გაუქმებულია ბინის  დაზღვევის გადასახადი, ხელშეკრულების დადებისას არ არის საჭირო სანოტარო მოსაკრებლის გადახდა.  და რაც მთავარია, საქართველოში არ არსებობს უძრავი ქონების გადასახადი, რითიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა სხვა ევროპული ქვეყნებისაგან.

რეგისტრაციის გამარტივებული სისტემა შესაძლებლობას იძლევა 4 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღოთ საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთები.

ბათუმი მრავალეროვანი ქალაქია, მის ხმაურიან ქუჩებში შეიძლება გავიგონოთ საუბარი სხვადასხვა ენასა და კილოზე. მოსახლეობის თითქმის 90% თავისუფლად ფლობს რუსულ ენას. ასე რომ, თქვენ თავს  შინაურულად იგრძნობთ.  ქვეყანა ღიაა ტურისტებისა და ინვესტორებისათვის, 113 ქვეყნის მოქალაქეებისათვის აქ მოქმედებს 90-დღიანი უვიზო რეჟიმი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში. აღმოაჩინეთ ჭეშმარიტი კავკასიური სტუმართმოყვარეობა - შეიძინეთ უძრავი ქონება ბათუმში, გადაშალეთ თქვენი ცხოვრების ახალი ფურცელი.

კომენტარები
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა