მომსახურების ფართო სპექტრი
კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რომლის წყალობითაც შეძენილი უძრავი ქონება მთლიანად დააკმაყოფილებს კლიენტების ნებისმიერ მოთხოვნას.
ინტერიერის დიზაინის საუკეთესო სპეციალისტები დაგეხმარებიან შეძენილი საცხოვრებლის უნიკალურად გაფორმებაში, განახორციელებენ თქვენს ნებისმიერ სურვილსა და ოცნებას. ხოლო პროფესიონალური სარემონტო ბრიგადა ინტერიერის გასაფორმებელ სამუშაოებს შეასრულებს რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უძრავი ქონების მონიტორინგი - მართვის ის შემადგენელი ელემენტებია, რომელთა წყალობით შესაძლებელი ხდება ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ასეთი სტრუქტურის მეშვეობით შეიძლება სხვადასხვა სირთულის საკითხების გადაწყვეტა: ელექტროობის, წყალგაყვანილობისა და სხვა ხელსაწყოებისა თუ სისტემების მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება, გასაღებებისა და სხვა ძვირფასი ნივთების დაცვის უზრუნველყოფა. „მარდი ჰაუსი“ სთავაზობს თავის კლიენტებს უძრავი ქონების პროფესიონალური მართვის მომსახურებას, რომლის დახმარებითაც შეიძლება დავზოგოთ დრო და შევამციროთ საცხოვრებელი ფართის შენახვის ხარჯები.
უძრავი ქონებიდან შემოსავლის მიღების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მისი გაქირავება. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა გავითვალისწინოთ ბევრი ისეთი ნიუანსი, რომლებიც საკმაოდ დიდ საზრუნავს ქმნიან. დაუშვებელია დავივიწყოთ იურიდიული ასპექტი: ყველა გარიგება უნდა დაფიქსირდეს ხელშეკრულების დადებით, ხოლო ქონება უნდა დააზღვიოთ. ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ უმოკლეს ვადებსა და თქვენთვის ხელსაყრელ პირობებში გააქირავოთ თქვენი საცხოვრებელი ფართი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ შეთანხმების იურიდიულ სიწმინდეს.
„მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ საიმედო პარტნიორულ პროგრამას მოქნილი პირობებითა და ყოველი პარტნიორი კომპანიისადმი ინდივიდუალური მიდგომით. ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ სარეკლამო და სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთხელსაყრელ პირობებში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ კეთილსინდისიერად შევასრულებთ შეთანხმების ყველა პუნქტს.