Mardi Plaza
mardi plaza
შეძენის ინფორმაცია
სასტუმრო მარდი პლაზა მდებარეობს ბათუმის პრესტიჟულ ცენტრალურ ნაწილში - ჭავჭავაძის #5-ში. წლების განმავლობაში მარდი პლაზა იქცა ერთგვარ ათვლის წერტილად, ვინაიდან ის სწორე ძველი და ახალი ბათუმის გასაყარზეა. სასტუმრო ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს საქმიან უბანში, სადაც თავმოყრილია კომერციული ოფისები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები.
სასტუმრო მარდი პლაზა განთავსებულია კომერციული ცენტრის მეოთხე სართულზე. იგი უნიკალური კომბინაციაა, როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე საცხოვრებელი და საოფისე ფართების, აქ ფუნქციონირებს: სავაჭრო ცენტრი, კაზინო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, ოლიმპიური სტანდარტის მქონე საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი, ბრენდული ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები და სხვა სერვისები. შესაბამისად, სასტუმროს დამსვენებლისთვის ხელსაყრელი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისები ერთ სივრცეში.
მარდი პლაზა უკვე 5 წელია ფუნქციონირებს და შეესაბამება 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებს. საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმებზე მარდი პლაზას უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი აფასებს 9+ ქულით.
სასტუმრო მოიცავს 42 ოთახს, რესტორანს და ოლიმპიურ აუზს. სასტუმროს ოთახები მოპირკეთებულია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მოწყობილია საჭირო ავეჯით. სასტუმრო ნომრების უმრავლესობას აქვს ხედი ზღვაზე ან ქალაქზე.
სასტუმროს სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც თავის მომხმარებლებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი სთავაზობს. მომსახურებაში შედის: ოლიმპიური აუზი, თანამედროვე სპორტული დარბაზი, აკვა აერობიკა, საუნა და ჯაკუზი. ასევე ადგილზევე მოქმედებს დამატებითი ფასიანი სერვისები: მასაჟი, ფიტნეს ინსტრუქტორი, ცურვის ინდ. გაკვეთილები.
ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მიიღოს მზის აბაზანა მარდი პლაზას ვერანდაზე, ძველი, ისტორიული ბათუმის ულამაზესი ხედების ფონზე.
დაგვირეკეთ ნომერზე
+995 (574) 20 20 20
დაგვიტოვეთ მონაცემები და ჩვენ დაგიკავშირდებით
თქვენთვის სასურველო დროს.