უძრავი ქონების ყიდვა
უძრავი ქონების ყიდვა საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც მოითხოვს პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს. უძრავი ქონების ბაზრის მრავალფეროვანი შემოთავაზებებიდან რთულია შეარჩიო მისაღები ვარიანტი, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებდა დამკვეთის ყველა მოთხოვნას.
კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ დახმარებას მოკლე ვადებსა და ხელსაყრელ პირობებში უძრავი ქონების მოძიებასა და ყიდვაში. კლიენტებს შეუძლიათ მოაწყონ გაცნობითი ხასიათის ტური მშენებარე და მზა ობიექტებზე, გაეცნონ სამუშაოების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
როგორც ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, კლიენტთა უმრავლესობა უძრავი ქონების შესყიდვას თვლის რთულ საქმედ, რომელსაც ბევრი დრო და დიდი ენერგია სჭირდება. ჩვენმა რამდენიმეწლიანმა სისტემურმა მუშაობამ ჩვენი დამკვეთები დაარწმუნა იმაში, რომ ჩვენი კომპანიის დახმარებით ბათუმში ბინის ან სახლის შეძენა ხელსაყრელი ინვესტიციაა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა.
ჩვენი ყველა ობიექტი შეესაბამება შეთავაზებას და ფასისა და ხარისხის იდეალურ შეფარდებას წარმოადგენს. კომპანია „მარდი ჰაუსის“ მუშაობის მთავარი პრინციპია ყოველი კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, მაქსიმალური დახმარების აღმოჩენა ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი ფართების შეძენისას. ქვემოთ წარმოდგენილია იმ მოქმედებათა სია, რომელიც ხორციელდება ჩვენს კომპანიაში უძრავი ქონების შეძენისას:
- კონსულტაცია, ვარიანტების შერჩევა და დაჯავშნა;
- აეროპორტში კლიენტის დახვედრა, ტრანსფერი სასტუმროში;
- შერჩეული ვარიანტების დათვალიერება და კლიენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება;
- გადახდის საშუალების შერჩევა და კლიენტსა და მშენებელს შორის ხელშეკრულების გაფორმება;
- უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში და შემდგომ საფასურის გადახდა ბანკში.
საქართველოში სახლის ყიდვა, რა თქმა უნდა, თქვენი თანხების ხელსაყრელი დაბანდებაა, ხოლო ჩვენი კომპანიის უძრავი ქონება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ ყოველთვის იქნებით დარწმუნებული მომავალი საცხოვრებელი ბინის ხარისხსა და კომფორტში.