მშენებლობა
5 წლის განმავლობაში კომპანია შპს „მარდი ჰაუსი“ აწარმოებს საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობას საქართველოში. ჩვენი სავიზიტო ბარათია ხარისხიანად შესრულებული და ექსპლოატაციაში დროულად ჩაშვებული სამშენებლო ობიექტები, რომლებმაც დამკვეთთა მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს.
უძრავი ქონების მშენებლობა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის ძირითად მიმართულებას, რომელიც აქტიურად ვითარდება. დამატებითი მომსახურება მოიცავს რემონტს, ინტერიერის დიზაინს, უძრავი ქონების მართვას და ა.შ.
„მარდი ჰაუსი“ ხარისხისა და საიმედოობის გარანტია. კლიენტები კმაყოფილნი არიან ჩვენი მომსახურების შედეგებით და რეკომენდაციას გვიწევენ როგორც ბათუმის ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიას.
ამჟამად წარმოებს ახალი პროექტების მშენებლობა და რეალიზაცია. მშენებლობის პროცესის განმავლობაში ჩვენ გვაქვს კონტაქტი კლიენტებთან და არავითარ შემთხვევაში არ ვცვლით ხელშეკრულების პირობებს მათი თანხმობის გარეშე. დამკვეთს თავადაც შეუძლია პირადად გააკონტროლოს მშენებლობის პროცესი, აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და დარწმუნდეს იმაში, რომ ჩვენი შენობები შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.
გარდა ამისა, „მარდი ჰაუსი“ აჭარაში აწარმოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. მცირე ჰესის მშენებლობისას ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ ფაქტორს, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის ეფექტური გამომუშავებისათვის.
უძრავი ქონების შეძენისას თქვენ დაგაინტერესებთ ორი ფაქტორი - ფასი და ობიექტის მდებარეობა. ჩვენი კომპანია ორივე ფაქტორს ითვალისწინებს.
ბინების ფასები ყოველთვის შეესაბამება ფართობსა და მდებარეობას. კომპანია წარმოგიდგენთ ფასების ფართო დიაპაზონს - მისაღები ფასის საოჯახო ვარიანტიდან დაწყებული ბიზნეს-კლასის ძვირფასი ბინებით დამთავრებული.
ჩვენ ვაშენებთ მხოლოდ უსაფრთხო ადგილებში მოხერხებული სატრანსპორტო ქსელით. ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები ყოველთვის კეთილმოწყობილია, უზრუნველყოფილია პარკირების ადგილით.
მშენებლობისათვის „მარდი ჰაუსი“ იყენებს მხოლოდ მაღალხარისხიან თანამედროვე მასალებს, რომლებსაც აქვთ ხარისხის გარანტია და შეესაბამებიან საერთაშორისო სტანდარტებს. გამოიყენება მხოლოდ ახალი ტექნიკა, რომელიც რეგულარულად გადის ტექნიკურ შემოწმებასა და ტესტირებას.