თანამშრომლობა

მშენებლობა და რემონტი ყოველთვის მოთხოვნადი მომსახურებაა, სწორედ ამიტომაც ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაგჭირდებათ. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ მიმართავთ ამ სფეროს პროფესიონალებს. კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ უძრავი ქონების მშენებლობის, რემონტისა და დიზაინის მომსახურებას. ჩვენი კომპანია მუდმივად ეძებს საიმედო პარტნიორებს ურთიერთხელსაყრელ პირობებში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის. პირველ რიგში ჩვენ ვეძებთ უძრავი ქონების სააგენტოებს, რომლებიც სარგებლობენ კარგი რეპუტაციით კლიენტებს შორის და გააჩნიათ მუშაობის გამოცდილება უძრავი საცხოვრებელი ქონების სფეროში. ასევე ჩვენი პარტნიორული კომპანიის მისაღები ვარიანტი იქნებოდა გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელები, კლიენტებთან მუშაობის მენეჯერები, გაყიდვების სპეციალისტები და სხვა. თუ თქვენ მოღვაწეობთ სარეკლამო სფეროში და გსურთ ითანამშრომლოთ საქართველოს საიმედო მშენებლებთან, ჩვენი კომპანია მზად არის შემოგთავაზოთ ხელსაყრელი პარტნიორული პროგრამა. ჩვენ გაგვაჩნია უძრავი ქონების ობიექტების ფართო არჩევანი, გარდა ამისა მიმდინარეობს ახალი პროექტების მშენებლობა.
ჩვენს პარტნიორულ პროგრამაში ჩართვისას კომპანია „მარდი ჰაუსი“ იძლევა შემდეგ გარანტიებს: 1. სარეკლამო მასალებით (ბანერები, ფირები, წებო, ალუმინის პანელები და ა.შ.) მომარაგება; 2. საკომისიო სახსრების დროული გადახდა; 3. პასუხისმგებლობა პარტნიორული პროგრამის ხელშეკრულების ყველა პუნქტის დაცვაზე; 4. რეკლამის დაკვეთა თქვენი პროექტის ფარგლებში ურთიერთხელსაყრელ პირობებში.
თავის მხრივ, ჩვენს პარტნიორულ პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში თქვენგან ველოდებით:
- კომპანია „მარდი ჰაუსის“ შესახებ ინფორმაციის შეთავაზება ყველა შესაძლებელი რესურსისათვის. ეს შეიძლება იყოს როგორც გარე რეკლამა, ასევე რეკლამა ინტერნეტ-საიტებზე.
- ჩვენი კომპანიისათვის პოტენციური კლიენტების მოძიება.
ასევე შესაძლებელია პარტნიორული პროგრამის განხორციელება სხვა სამშენებლო კომპანიებთან ერთად ურთიერთხელსაყრელ პირობებში. პირველ რიგში ეს ეხება კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასა და რემონტს. ამ შემთხვევაში ჩვენ რეკომენდაციას გავუწევთ თქვენს პროდუქციასა და მომსახურებას ჩვენს დამკვეთებთან, რაც გაზრდის თქვენი კომპანიის რეპუტაციას.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი უპირატესობა ჩვენს კომპანიასთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისას (თანამშრომლობის პირობები განიხილება ინდივიდუალურად ყოველ პარტნიორულ კომპანიასთან ერთად).