უძრავი ქონების მართვა
უძრავი ქონების მართვა მიმართულია ქონების შენარჩუნებასა და უძრავი ქონების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. უძრავი ქონების პროფესიონალური მართვის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს მისი შენახვის დანახარჯების შემცირება და გამოყენებისაგან მიღებული შემოსავლების გაზრდა. ეს საკმაოდ რთული სტრუქტურაა, რომელიც მოითხოვს ბაზრის აღნიშნული სეგმენტის გარკვეულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ უძრავი ქონების მართვის მომსახურებას. თქვენ მხოლოდ ყოველთვიური ფიქსირებული საფასურის შეტანა მოგიხდებათ და შეგიძლიათ არ შეწუხდეთ თქვენი საცხოვრებლის უსაფრთხოებაზე.
უძრავი ქონების მართვაში შემავალი მომსახურება:
- ყველა კარისა და ფანჯრების, სიგნალიზაციის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- წყლის, გაზისა და ა.შ. შესაძლო გაჟონვის შემოწმება;
- ელექტროობის, წყლისა და ყველა ელექტროხელსაწყოს მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- ყველა სანიტარული სათავსოს შემოწმება;
- შენობების ყოველკვირეული განიავება;
- დალაგება და რეცხვა (მოთხოვნის მიხედვით);
- გასაღებებისა და სხვა ძვირფასი ნივთების შენახვა;
- ხარჯთაღრიცხვის შედგენა, სარემონტო ან დიზაინერული სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
- ავტომობილის არენდა, აეროპორტში დახვედრა/გაცილება;
- ყოველთვიური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ. ჩვენ ასევე მზად ვართ შევასრულოთ კლიენტის ნებისმიერი ცალკეული მოთხოვნა;
- სამუშაოთა და გამოყენებული რესურსების დაგეგმვა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებისა და უძრავი ქონების მართვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენს კომპანიას შეუძლია ნებისმიერი რთული ამოცანის გადაწყვეტა. თუ მიმართავთ ჩვენს კომპანიას, მიიღებთ მომსახურების ფართო სპექტრს მისაღებ ფასად.