გაქირავება
დღეისათვის საკუთრების იჯარა/გაქირავება არის უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე პოპულარული სეგმენტი. ამ სფეროში უამრავი ფაქიზი ნიუანსია, რომელთა ცოდნის გარეშე შეიძლება სერიოზულად დაზარალდეთ. ასე რომ, აუცილებელია ისარგებლოთ სპეციალისტთა მომსახურება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ რისკებს და მოგაწოდებენ მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი კომპანიის ამოცანაა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართის უსაფრთხო გაქირავება, აარიდოს კლიენტს შესაძლო წარუმატებლობა და დაეხმაროს მას მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს სასურველი შედეგი.
კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ ბათუმში უძრავი ქონების გაქირავების მომსახურებას ხანმოკლე და დიდი დროით ხელსაყრელ პირობებში. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კლიენტი კმაყოფილი დარჩეს ჩვენი მუშაობით. ჩვენი წინადადებების უდიდესი ნაწილი მოიცავს ექსკლუზიურ ვარიანტებს. ეს არის უძრავი ქონება, რომელიც მფლობელებმა ჩვენ მოგვანდეს. ჩვენ ასობით წარმატებული გარიგება და კმაყოფილი კლიენტები გვყავს, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ჩვენ თავი გავართვით დასახულ ამოცანას.
ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია ჩვენი შეთანხმებების სამართლებრივი ასპექტები. ჩვენი კომპანიის მიერ ჩატარებული ყველა პროცედურა დაზღვეულია.
ბინების მფლობელებს, რომლებმაც ჩვენთან გააფორმეს ხელშეკრულება, ჩვენ ვთავაზობთ ქონების დაზღვევას საუკეთესო სადაზღვევო კომპანიებში. ჩვენ კლიენტთა დიდი ბაზა გაგვაჩნია, აქტიურად ვათავსებთ განცხადებებს ინტერნეტ-საიტებზე, რათა უმოკლე ვადებში ვიპოვოთ ღირსეული დამქირავებელი. ჩვენი აგენტები და იურისტები პროფესიონალები არიან, რომლებიც აწარმოებენ რიალტერული მომსახურების ყველა სახეს.
ჩვენი მომსახურება:
- უძრავი ქონების გაქირავება უმოკლე დროში;
- უძრავი ქონების გაქირავება მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად; 3. გარიგების სამართლებრივი გამართულობის გარანტია.