საჩუქრები თანამშრომლებს
კომპანიამ თანამშრომლებს კორპორატიულ შეკრებაზე მოუწყო სიურპრიზი და ბათუმში მშენებარე სახლში „მარდი მოლში“ სტუდიო ტიპის ბინები გადასცა.
"სასურველია ყოველთვის სათანადოდ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა და თავდადება. ჩვენი კომპანიისთვის ფინანსურ მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების და თანამშრომლების კმაყოფილება. სასიხარულოა, რომ ჩვენი დამფუძნებელი ირაკლი თურმანიძე და პარტნიორები თავად იჩენენ მსგავს ინიციატივებს.“ - ამბობს ნათია სირაბიძე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
