x
დაიწყო გრანდ ჰაუსის მშენებლობა თბილისში
საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

დაიწყო «გრანდ ჰაუსის» მშენებლობა

12.05.2015

ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ტურისტი ჩამოდის. თვალწარმტაცი პეიზაჟებით, ლაჟვარდოვანი ზღვით, უგემრიელესი სამზარეულოთი და კეთილგანწყობილი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით მოხიბლულ ტურისტებს სურთ კვლავ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და დარჩნენ აქ იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებენ. ამ სურვილის ასრულება იოლია - საკმარისია შეიძინო თანამედროვე ერგონომიული ბინა თბილისის მშენებარე სახლებში.

ძალიან მალე საქართველოს ულამაზესი ქალაქის ცენტრში კომპანია „ძველი ბათუმი“ აღმართავს ახალ საცხოვრებელ კომპლექსს - გრანდ ჰაუსს, რომელიც აშენებული იქნება საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით.  ეს ელიტარული სახლი თბილისის ნამდვილ მარგალიტად იქცევა, ეს იქნება კომფორტული საცხოვრებელი თქვენი ოჯახისათვის.

დაიწყო გრანდ ჰაუსის მშენებლობა თბილისში

ახალი 15-სართულიანი სახლი საბურთალოზე დაპროექტებულია თანამედროვე ენერგიული ადამიანებისათვის, რომლებმაც იციან დროის ფასი და ამავე დროს შეუძლიათ პრაგმატულობა და რომანტიკა ერთმანეთს შეუხამონ. გრანდ ჰაუსის კომპლექსის მშენებლობისას გამოყენებული იქნება უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი თაობის ეკონომიური და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი მიმზიდველი ფასადებითა და მოხერხებულად დაგეგმილი ბინებით.

კომპლექსის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მოხერხებული სატრანსპორტო ქსელი, კომერციული ობიექტების მომსახურების ხელმისაწვდომობა. სახლთან ახლოს მდებარეობს ქალაქის ულამაზესი ღირსშესანიშნაობები, პარკები, მსხვილი სუპერმარკეტები, საბავშვო ბარები და სკოლები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, სადაც მხიარულად და შინაარსიანად შეძლებენ დროის გატარებას ბავშვებიცა და მოზრდილებიც.

სახლის მცხოვრებლებისათვის, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები ჰყავთ, გათვალისწინებულია  65-ადგილიანი მიწისქვეშა სამდონიანი პარკინგი.

დამპროექტებელმა კომპანიამ გაითვალისწინა ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი იმისათვის, რომ თბილისის ცენტრში გაჩნდეს ახალი კომფორტული საცხოვრებელი  კომპლექსი თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანებისათვის.  თავად დარწმუნდით ამაში - შეიძინეთ ბინები კომპლექსში „გრანდ ჰაუსი“.

კომენტარები
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა