საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

Mardi Plaza

mardi plaza

შეძენის ინფორმაცია
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
ვიდეო რგოლი
Mardi Plaza
ფასი:  6,074 დან მ2 დაგვიკავშირდით
მშენებლობის დასაწყისი: 01 იანვარი 2010
დასრულება: 31 დეკემბერი 2010
პროექტის შესახებ:

სასტუმრო მარდი პლაზა მდებარეობს ბათუმის პრესტიჟულ ცენტრალურ ნაწილში - ჭავჭავაძის #5-ში. წლების განმავლობაში მარდი პლაზა იქცა ერთგვარ ათვლის წერტილად, ვინაიდან ის სწორე ძველი და ახალი ბათუმის გასაყარზეა. სასტუმრო ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს საქმიან უბანში, სადაც თავმოყრილია კომერციული ოფისები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები. 

ასტუმრო მარდი პლაზა განთავსებულია კომერციული ცენტრის მეოთხე სართულზე.  იგი უნიკალური კომბინაციაა, როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე საცხოვრებელი და საოფისე ფართების, აქ ფუნქციონირებს: სავაჭრო ცენტრი, კაზინო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, ოლიმპიური სტანდარტის მქონე საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი, ბრენდული ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები და სხვა სერვისები. შესაბამისად, სასტუმროს დამსვენებლისთვის ხელსაყრელი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისები ერთ სივრცეში.

მარდი პლაზა უკვე 5 წელია ფუნქციონირებს და შეესაბამება 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებს. საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმებზე მარდი პლაზას უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი აფასებს 9+ ქულით. 

ასტუმრო მოიცავს 42 ოთახს, რესტორანს და ოლიმპიურ აუზს. სასტუმროს ოთახები მოპირკეთებულია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მოწყობილია საჭირო ავეჯით. სასტუმრო ნომრების უმრავლესობას აქვს ხედი ზღვაზე ან ქალაქზე. 

ასტუმროს სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც თავის მომხმარებლებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი სთავაზობს. მომსახურებაში შედის: ოლიმპიური აუზი, თანამედროვე სპორტული დარბაზი, აკვა აერობიკა, საუნა და ჯაკუზი. ასევე ადგილზევე მოქმედებს დამატებითი ფასიანი სერვისები: მასაჟი, ფიტნეს ინსტრუქტორი, ცურვის ინდ. გაკვეთილები. 

ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მიიღოს მზის აბაზანა მარდი პლაზას ვერანდაზე, ძველი, ისტორიული ბათუმის ულამაზესი ხედების ფონზე.

 

  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
  • Mardi Plaza
შეძენის დეტალები Mardi Plaza Close

დაგვირეკეთ ნომერზე +995 (574) 20 20 20

ან

დაგვიტოვეთ მონაცემები და ჩვენ დაგიკავშირდებით
თქვენთვის სასურველო დროს.

Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა