საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

დიზაინი

Дизайн

ნებისმიერი ადამიანი პირველ რიგში ინტერიერის დიზაინს აქცევს ყურადღებას. დიზაინი ნებისმიერი შენობის ერთგვარი სავიზიტო ბარათია და მას ანიჭებს უნიკალურობას, დახვეწილობასა და სრულყოფას. ინტერიერის დიზაინი - ეს ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც მხოლოდ პროფესიონალებს ხელეწიფებათ.

კომპანია „მარდი ჰაუსს“ აქვს ბინებისა და აპარტ-ოტელების უნიკალური და დახვეწილი დიზაინ-პროექტების შექმნის დიდი გამოცდილება. ჩვენ გვყავს  მაღალკვალიფიციური, კრეატიული დიზაინერები, რომლებსაც ახასიათებთ  შემოქმედებითი მიდგომა საინტერესო და ლამაზი პროექტების შექმნისას.  ჩვენ პროფესიონალურად ვუდგებით დამკვეთის ნებისმიერ ხედვას და კლიენტების სურვილების გათვალისწინებით ვახდენთ მათ რეალიზაციას. მთელი ეს პროცესი ხორციელდება ნახაზებზე დეტალური ვიზუალიზაციით  და კომპიუტერული  მოდელების მეშვეობით. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეპყრობით საქმეს და ვაფასებთ ჩვენს კლიენტებს. ამიტომაც ყოველი დიზაინ-პროექტი თავისებური და ინდივიდუალურია.

ჩვენი სპეციალისტები ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე წარმოგიდგენენ თქვენი მომავალი ბინის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს. ეს საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ დრო და ძალები და მოვახდინოთ მუშაობის პროცესის მაქსიმალური ორგანიზება. ამასთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ მასალების შერჩევას, ვთანამშრომლობთ ავეჯის, განათების, სანტექნიკისა და ინტერიერის აქსესუარების მსოფლიო მწარმოებლებთან. ინტერიერის საერთო დიზაინის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვთ დეტალებს, რომელთა გათვალისწინებაც ყოველ ეტაპზე არის საჭირო. ჩვენს კომპანიას ჰყავს ოთახებისა და სამზარეულოს, საავტორო ავეჯის, ვიტრაჟებისა და ტექსტილის დიზაინის საუკეთესო სპეციალისტები.

ჩვენ ვახორციელებთ სამზარეულოს კორპუსული ავეჯის შერჩევას კონკრეტული ზომების მიხედვით პირდაპირ მწარმოებელ ქარხანაში. დამკვეთს შეუძლია თავად შეარჩიოს ნებისმიერი აქსესუარი.

კომპანია „მარდი ჰაუსს“ ძალუძს ნებისმიერ, ყველაზე უჩვეულო იდეასაც კი შეასხას ხორცი უმაღლეს დონეზე,  ამომწურავად გამოიყენოს მთელი თავისი ძალები, ცოდნა და გამოცდილება ნამდვილი შედევრის შესაქმნელად. ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელიც დამკვეთის მოწონებას დაიმსახურებს. გაცილებით რთულია  ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც სავსებით დაგვაკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომაც ჩვენი კომპანიის თანამშრომლები მუდმივად სრულყოფენ და აუმჯობესებენ თავიანთ   უნარ-ჩვევებს.     

გაქვთ შეკითხვა?
დაგვიკავშირდით
x
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა