რემონტი

დიდი ხნის ნანატრი საცხოვრებელი ფართის შეძენა მხოლოდ ნახევარი საქმეა. თქვენს ბინას ჭეშმარიტ კომფორტსა და უნიკალურობას მხოლოდ ხარისხიანი რემონტი მიანიჭებს. ბინების რემონტი ყოველთვის მოთხოვნადი მომსახურებაა. სჯობს, ეს მნიშვნელოვანი პროცესი პროფესიონალებს მიანდოთ და ამით დაზოგოთ დრო, ფული და ნერვები.
კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ ბინების რემონტისა და დიზაინის მომსახურებას მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში. ჩვენს აქტივშია ათობით წარმატებით რეალიზებული პროექტი და კმაყოფილი კლიენტები, რომლებიც საიმედო პარტნიორად გვთვლიან. ჩვენი სპეციალისტები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მაქსიმალურად მცირე დროში გარდასახონ თქვენი ბინა და მიანიჭონ მას მდიდრული იერი. ჩვენ ვითვალისწინებთ და წარმატებით ვახორციელებთ ჩვენი დამკვეთების ნებისმიერ იდეასა და სურვილს. სწორედ ამიტომაც ჩვენი ყოველი პროექტი ორიგინალობით გამოირჩევა. მუშაობის დიდი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი, იდეალურად შევუხამოთ ერთმანეთს ხარისხი და სილამაზე, ჰარმონია და საიმედოობა.
ასევე ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს კლიენტთან კონსულტაცია მშენებლობის ყოველ ეტაპზე, სქემებისა და ნახაზების შედგენიდან დაწყებული და კოსმეტიკური რემონტით დამთავრებული. მფლობელს პირადად შეუძლია გააკონტროლოს სამუშაო პროცესი, ჩაატაროს შუალედური შეფასება და შეამოწმოს შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების სიზუსტე.
ჩვენი კომპანია მკაცრად იცავს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებს, იყენებს მხოლოდ მაღალხარისხიან სამშენებლო მასალებს, რომლებსაც აწოდებენ საიმედო მიმწოდებლები. მასალის ხარისხი არ არის დამოკიდებული პროექტის ღირებულებაზე, ყველაზე საბიუჯეტო ვარიანტებიც კი სრულდება უმაღლეს დონეზე.
ჩვენი მომსახურება:
- სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ჩვენ ვახორციელებთ როგორც სრულ კომპლექსურ რემონტს გასაღების ჩაბარებით, ასევე ცალკეულ სამუშაოებს, როგორიცაა, მაგალითად, კედლების, ჭერისა და იატაკის გასწორება, კომუნიკაციების გაყვანა, კოსმეტიკური რემონტი და ა.შ.
- სახლების მშენებლობა და მოპირკეთება. ჩვენ ვაწარმოებთ საცხოვრებელი სახლების სამშენებლო და სარემონტო მომსახურების სრულ სპექტრს.
- ბინების საავტორო დიზაინ-პროექტების შექმნა. ჩვენი კრეატიული დიზაინერების გუნდი თქვენს ინტერიერს დახვეწილობასა და სილამაზეს მიანიჭებს.
- სამშენებლო მასალების შერჩევა და შეძენა. მასალების მოძიებასა და მიწოდებას ჩვენ დამოუკიდებლად ვაწარმოებთ.