უძრავი ქონების ტური

ბათუმის განვითარება

13.08.2015

აჭარის დედაქალაქი ბათუმი ძველი საპორტო ქალაქია, რომელიც  რამდენიმე საუკუნის წინ დაარსდა. რბილი სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა და მდიდარი ისტორიული წარსული - ის ფაქტორებია, რომლებმაც თანამედროვე ბათუმი  საქართველოს ტურისტულ ცენტრად აქცია.

ულტრათანამედროვე მაღლივი შენობების წყალობით ქალაქი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამის მიუხედავად, ქალაქის რეკონსტრუირებული ისტორიული უბნები შუა საუკუნეების რომანტიკითა და ხიბლით არის გამსჭვალული. ქალაქი იზრდება, მატულობს ტურისტული ნაკადიც. თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა პრესტიჟულიცაა და მომგებიანიც. ბათუმში უხვადაა ელიტური აპარტამენტები ზღვის ხედით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, მწვანეში ჩაფლული მოკირწყლული ქუჩები, მუსიკალური შადრევნები, პარკები, ხეივნები... ქალაქი თავს იწონებს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბულვარით! ზაფხულობით ბათუმის პლაჟები დამსვენებლებით არის გადაჭედილი. სუფთა და კეთილმოსურნე ბათუმი თავისი სილამაზით მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს.

მარდი ჰაუსი -  ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. ჩვენი კომპანიის არქიტექტორებისა და დიზაინერების ძალისხმევით ქალაქმა თავისებური,  განუმეორებელი სახე შეიძინა.

კურორტის აქტიური განვითარების ფონზე უძრავი ქონება ბათუმში კაპიტალდაბანდების შესანიშნავ საშუალებად იქცა. ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც ახალაშენებულ კორპუსში, ასევე მშენებლობის სტადიაზეც. უძრავი ქონების შესაძენად არ არის აუცილებელი იყოთ საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერ უცხოელს შეუძლია შეიძინოს ბინა ბათუმში. ამისათვის აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ბინის შესაძენად საკმარისი თანხა.

საკუთარი უძრავი ქონების არსებობა ბათუმში გაძლევთ საშუალებას უზრუნველად დაისვენოთ შავი ზღვის სანაპიროზე. კულტურული დასვენების მოყვარულთათვის აქ ბევრი საინტერესო სანახაობაა: ქალაქის ისტორიული ადგილები და ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, გამოფენები. მარტო უმშვენიერესი ბოტანიკური ბაღი რად ღირს! ხოლო მხიარული გართობის მოყვარულთ აუცილებლად მოეწონებათ დისკოთეკები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო დიჯეებს მიჰყავთ, აგრეთვე ადგილობრივი რესტორნები და კაფეები ტრადიციული ეროვნული სამზარეულოთი, პლაჟები და აკვაპარკები. წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ ჩვენს ქალაქში და საკურორტო სეზონის პიკზეც  კი არ შეწუხდეთ საცხოვრებელი ბინის გამო. გარდა ამისა, ბათუმში  საცხოვრებელი ფართის გაქირავება შეგიძლიათ შემოსავლის დამატებით მუდმივ წყაროდ აქციოთ.

ბათუმი ხატოვნად შეიძლება შევადაროთ ათასწლოვანი დაძველების ღვინოს, რომელიც არასოდეს არ თავდება.  საკმარისია სულ ერთხელ მოხვდეთ ჩვენს ქალაქში და აუცილებლად მოისურვებთ აქ დაბრუნებას.

 

 

კომენტარები
Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა