სამომავლო პროექტები საქართველოში
გიფიქრიათ საკუთარი თანხების დაბანდებაზე? ან გნებავთ შეიძინოთ ბინა ახალ კორპუსში? მაშინ თქვენ ეს ნაწილი აუცილებლად დაგაინტერესებთ. თქვენს ყურადღებას ვთავაზობთ აქტიურ პროექტებს, დღესვე შეგიძლიათ შეიძინოთ საცხოვრებელი ფართი ერთ-ერთ წარმოდგენილ კომპლექსში. ჩვენ ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. შესაბამისად, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოს.
დღეს საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის უცხოელებიც, ინტერესდება. დასაწყისისთვის დაათვალიერეთ პროექტების აღწერა, მომავალი შენობების დაგეგმარება და ფოტოსურათები, შეუდარეთ ფასები საკუთარ ბიუჯეტს. და თუ ყველაფერი რიგზეა, დროა გააკეთოთ დაკვეთა, რადგანაც უკვე ბევრი ბინა გაიყიდა, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დამთავრებულა.
მშენებლობა წარმოებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ამიტომაც დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, ჩვენი ფასების პოლიტიკა სასიამოვნოდ გაგაოცებთ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი კლიენტების შესაძლებლობები გავითვალისწინოთ. საცხოვრებელი ფართის შეძენას ისეთ პროექტებში, რომლებიც ჯერ მხოლოდ დაგეგმარების ფაზაშია, თავისი დადებითი მხარეები გააჩნია: თქვენ შეგიძლიათ წინასწარ შეუთანხმდეთ კომპანია „მარდი ჰაუსს“ და შეცვალოთ ბინის განლაგება. თუ ახალ ბინაში ცხოვრებას არ აპირებთ, თქვენ შეგიძლიათ გააქირავოთ ის.
ჩვენ ამაშიც გაგიწევთ დახმარებას, რადგანაც გაგვაჩნია მდგურების ბაზა, რომლებსაც სურთ დაიქირავონ ბინა ახალაშენებულ კორპუსში. ხარისხისა და კომფორტის შემფასებლები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან ჩვენი ორგანიზაციის ბინების შეძენით.