მიმდინარე პროექტები საქართველოში
„მარდი ჰაუსი“ განვითარებადი და მზარდი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება. ჩვენ ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს ხელმისაწვდომ ფასად ლამაზ გარემოში, თანამედროვე ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით. მიმდინარე პერიოდში ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს, დღესვე შეგიძლიათ შეიძინოთ საცხოვრებელი ფართი ახალაშენებულ სახლში. ერთ-ერთ მიმდინარე პროექტს წარმოადგენს „შატო დელ მარი“ - ელიტური თანამედროვე სახლი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. თუ დიდი ხანია ოცნებობთ მწვანე კონცხის მიდამოებში ბინის შეძენაზე, მაგრამ ვერ ახერხებთ ამას მაღალი ფასების გამო, მაშინ ეს პროექტი სავსებით მისაღებია თქვენთვის. ეს არის შესანიშნავი ადგილი ოჯახისათვის, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება - ახლოს მდებარე ბოტანიკური ბაღის წყალობით აქ მუდმივად სუფთა ჰაერია. ხმაურიანი ქალაქისაგან მოშორებით თქვენ შეძლებთ დატკბეთ სიმშვიდითა და სიჩუმით. ჩვენი კომპანიის ბინის შეძენით თქვენ უზრუნველყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას, რადგანაც ჩვენი კომპლექსების მომსახურების სერვისში შედის კონსიერჟი და დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ სახლები ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, ბინების უმეტესობა უკვე გაიყიდა. ამიტომაც თუ გსურთ გააკეთოთ შენაძენი, უნდა იჩქაროთ! დღეისათვის გვაქვს რამდენიმე აქტიური პროექტი, რომელთა შესახებაც ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ მოცემულ ნაწილში. „მარდი ჰაუსის“ მიერ აშენებული ბინის შეძენით საუკეთესოდ დააბანდებთ თქვენს მომავალს.