საქართველო უმშვენიერესი ადგილია, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს მთის არაჩვეულებრივი პეიზაჟი, მწვანე ველები, მშვენიერი ვენახები, უძველესი ეკლესიები. ქვეყნის ფართობია 69700 კვ.მ., ის მდებარეობს კავკასიის დასავლეთ ნაწილში, სადაც შავი ზღვის თბილი ტალღები შემოსაზღვრავს მას.
ქართველები ნიჭიერი და კულტურული ხალხია, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, და ამტკიცებენ, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. თუმცა საქართველო არა მარტო თავისი ბუნებითაა ასეთი მიმზიდველი. საქართველო ცნობილია თავისი განუმეორებელი კლდეში ნაკვეთი ქალაქებით, არქიტექტურული ძეგლებითა და მდიდარი ხელოვნებით.
დედაქალაქი თბილისი კი დღემდე ინარჩუნებს მრავალსაუკუნოვან კულტურას. საქართველოში კარგად არის განვითარებული მშენებლობა, რაზეც მეტყველებს თანამედროვე ტიპის მშენებარე ნაგებობები. ბოლო პერიოდში გატარებული მოდერნიზაციის პროცესის შედეგად საქართველო იქცა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნად.
კურორტებისა და მინერალური წყლების სიმრავლემ, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ტურიზმის ინტენსიურ განვითარებას. საქართველო შედის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ათეულში, რადგანაც აქ ფიქსირდება დამნაშავეობის მინიმალური დონე, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის შექმნილია საუკეთესო პირობები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საუბრობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოში მოგზაურობისას ვიზიტორი აუცილებლად უნდა ეწვიოს უძველეს მონასტრებს, ისტორიულ ციხე-სიმაგრეებს, სასახლეებს. განსაკუთრებით ვურჩევთ დაათვალიერონ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მოინახულონ ყაზბეგი, რომელიც, სხვათა შორის, ევროპის ყველაზე მაღალ მწვერვალთა რიცხვში შედის. გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ მადისაღმძვრელი ადგილობრივი კერძები და სასმელები. თუ გსურთ კარგად გაატაროთ დრო, ეწვიეთ ძველ თბილისს, სადაც ქვეყნის უნიკალურ ატმოსფეროს შეიგრძნობთ.
საქართველო მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებები საქვეყნოდ არის ცნობილი. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც განთქმული „ბორჯომი“. გარდა ამისა, აქ არის ასობით მცირე და ნაკლებადცნობილი წყაროები, რომლებიც თითქმის ყველგან შეგხვდებათ, ზოგი გზის პირას, ზოგიც - სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე. ევროპული ამიერკავკასია სამუდამოდ დარჩება თქვენს გულში. თუ თქვენ ერთხელ მაინც მოინახულებთ საქართველოს, შესაძლოა, აქ დიდხანს დარჩენის სურვილიც გაგიჩნდეთ.
თუ გსურთ დატკბეთ ბუნების სილამაზითა და კეთილმოსურნე ადამიანებთან ურთიერთობით, განმარტოვდეთ სუფთა ჰაერზე, უნდა ეწვიოთ საქართველოს. ქართველები გამორჩეულნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, აქ „სტუმარი ღვთისაა“ - ასე ეგებებიან საქართველოში სტუმრებს. აქ ერთმანეთს ერწყმის, ერთი შეხედვით, სრულიად შეუთავსებელი რამ: სათხილამურო კურორტები და მაღლობები პარაპლანით ფრენისთვის, საქვეითო და საცხენოსნო მარშრუტები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!