ჩვენი სერვისები
უძრავი ქონების ტური საქართველოში
ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო გამგზავრებას უძრავი ქონებისათვის.
მაშ ასე, რას გთავაზობთ: 2 დღით გამგზავრებას უძრავი ქონებისათვის, რათა ადგილზე გაეცნოთ ობიექტებს, ყიდვის პირობებს, და თავისუფლად შეაჩეროთ თქვენი არჩევანი მოწონებულ ბინაზე.
უძრავი ქონების ყიდვა
უძრავი ქონების ყიდვა საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც მოითხოვს პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს. უძრავი ქონების ბაზრის მრავალფეროვანი შემოთავაზებებიდან რთულია შეარჩიო მისაღები ვარიანტი, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებდა დამკვეთის ყველა მოთხოვნას. კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ დახმარებას მოკლე ვადებსა და ხელსაყრელ პირობებში უძრავი ქონების მოძიებასა და ყიდვაში.
დიზაინი
ნებისმიერი ადამიანი პირველ რიგში ინტერიერის დიზაინს აქცევს ყურადღებას. დიზაინი ნებისმიერი შენობის ერთგვარი სავიზიტო ბარათია და მას ანიჭებს უნიკალურობას, დახვეწილობასა და სრულყოფას. ინტერიერის დიზაინი - ეს ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც მხოლოდ პროფესიონალებს ხელეწიფებათ. კომპანია „მარდი ჰაუსს“ აქვს ბინებისა და აპარტ-ოტელების უნიკალური და დახვეწილი დიზაინ-პროექტების შექმნის დიდი გამოცდილება.
მშენებლობა
5 წლის განმავლობაში კომპანია შპს „მარდი ჰაუსი“ აწარმოებს საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობას საქართველოში. ჩვენი სავიზიტო ბარათია ხარისხიანად შესრულებული და ექსპლოატაციაში დროულად ჩაშვებული სამშენებლო ობიექტები, რომლებმაც დამკვეთთა მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს.
უძრავი ქონების მშენებლობა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის ძირითად მიმართულებას, რომელიც აქტიურად ვითარდება. დამატებითი მომსახურება მოიცავს რემონტს, ინტერიერის დიზაინს, უძრავი ქონების მართვას და ა.შ. „მარდი ჰაუსი“ ხარისხისა და საიმედოობის გარანტია.
რემონტი
დიდი ხნის ნანატრი საცხოვრებელი ფართის შეძენა მხოლოდ ნახევარი საქმეა. თქვენს ბინას ჭეშმარიტ კომფორტსა და უნიკალურობას მხოლოდ ხარისხიანი რემონტი მიანიჭებს. ბინების რემონტი ყოველთვის მოთხოვნადი მომსახურებაა. სჯობს, ეს მნიშვნელოვანი პროცესი პროფესიონალებს მიანდოთ და ამით დაზოგოთ დრო, ფული და ნერვები. კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ ბინების რემონტისა და დიზაინის მომსახურებას მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში.
გაქირავება
დღეისათვის საკუთრების იჯარა/გაქირავება არის უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე პოპულარული სეგმენტი. ამ სფეროში უამრავი ფაქიზი ნიუანსია, რომელთა ცოდნის გარეშე შეიძლება სერიოზულად დაზარალდეთ. ასე რომ, აუცილებელია ისარგებლოთ სპეციალისტთა მომსახურება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ რისკებს და მოგაწოდებენ მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი კომპანიის ამოცანაა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართის უსაფრთხო გაქირავება, აარიდოს კლიენტს შესაძლო წარუმატებლობა და დაეხმაროს მას მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს სასურველი შედეგი.
უძრავი ქონების მართვა
უძრავი ქონების მართვა მიმართულია ქონების შენარჩუნებასა და უძრავი ქონების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. უძრავი ქონების პროფესიონალური მართვის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს მისი შენახვის დანახარჯების შემცირება და გამოყენებისაგან მიღებული შემოსავლების გაზრდა.
თანამშრომლობა
მშენებლობა და რემონტი ყოველთვის მოთხოვნადი მომსახურებაა, სწორედ ამიტომაც ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაგჭირდებათ. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ მიმართავთ ამ სფეროს პროფესიონალებს. კომპანია „მარდი ჰაუსი“ გთავაზობთ უძრავი ქონების მშენებლობის, რემონტისა და დიზაინის მომსახურებას. ჩვენი კომპანია მუდმივად ეძებს საიმედო პარტნიორებს ურთიერთხელსაყრელ პირობებში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.