საუკეთესო შეთავაზება
ჩვენი ობიექტები რუკაზე

დასრულებული პროექტები საქართველოში

კომპანია „მარდი ჰაუსი“ 2010 წლიდან ეწევა სამშენებლო საქმიანობას. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევძელით ათასობით ადამიანის ოცნების განხორციელება - უზრუნველვყავით კომფორტაბელური და ხარისხიანი საცხოვრებლით. ჩვენი პროექტები მიმდინარეობს  სხვადასხვა წერტილებში: ისტორიულ ცენტრებსა და ბათუმის ბუნებრივ ზონებშიც.

ახალაშენებულ სახლებში ბინის შეძენას თან ახლავს უსახსროდ და უსახლკაროდ დარჩენის შიშიც, მაგრამ „მარდი ჰაუსი“ ყოველი მყიდველის საიმედო პარტნიორია. არსებობის ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენზე ნდობა შეიძლება. ბათუმელებმა კარგად იციან ლამაზი და თავისი არქიტექტურით გამორჩეული „სახლი პიაცასთან“, რომელიც ქალაქის ძველ ნაწილში  მდებარეობს. 4-სართულიანი შენობა თავისი მყუდრო ბინებით ერთგვარ „ციხესიმაგრეს“ წარმოადგენს მცხოვრებლებისათვის, რადგანაც დაცულია უსაფრთხოების ზომები, მუშაობს კონსიერჟი და სათვალთვალო კამერები.

მშენებლობისას ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და არ აჭუჭყიანებს გარემოს. ყოველი პროექტი თავისებურად უნიკალურია. ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი შენობები, რადგანაც ჩვენი სპეციალისტები ცდილობენ ყოველი სახლისაგან შედევრი შექმნან. მოცემულ ნაწილში თქვენ გაიგებთ ინფორმაციას ჩვენი დასრულებული პროექტების შესახებ. თუ გადაწყვეტთ კომპანია „მარდი ჰაუსთან“ თანამშრომლობას, საკუთარი იდეალური სახლის მოძებნას შეძლებთ მიმდინარე ან მომავალი პროექტების ნაწილში.

Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა