მონტანა
სასტუმრო "მონტანა"
შეძენის ინფორმაციასასტუმრო "მონტანა"
მწვანეში ჩაფლული სასტუმრო "მონტანა" ერთ-ერთი უნიკალური დასასვენებელი ადგილია საქართველოში. სარფში, მთაზე აღმართული სასტუმრო მერცხლის ბუდეს მოგაგონებთ, რომელიც კავკასიონის ფონზე გაშლილ ზურმუხტისფერ ზღვას გადაჰყურებს. სასტუმრო წლის ნებისმიერ დროს ათასობით ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს მასპინძლობს. დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, პანორამული ხედებით და მშვიდი გარემოთი.
სასტუმროს თითოეული ნომერი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და კომფორტული გარემოთი. ყველა ნომერს აქვს ზღვის მხარეს გამავალი აივანი, სადაც დღისით მზის აბაზანების მიღება, ხოლო საღამოობით ფერადი დაისის ცქერა ესთეტურ სიამოვნებას გვრის დამსვენებელს.
სასტუმროს ნომრების კატეგორიები მორგებულია, როგორც წყვილებზე, ასევე მრავალწევრიან ოჯახებზე. სასტუმროს ვერანდაზე (ბოლო სართულზე) ფუნქციონირებს ღია რესტორანი, სადაც დამსვენებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ უგერმიელესი კერძები, კლასიკური კოქტეილები და შეიკები, გაერთონ სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ასევე ვერანდაზე შესაძლებელია მცირე ზომის ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ხელმოწერის ცერემონია, დაბადების დღე თუ სხვა ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა.
სასტუმროს სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ გარე აუზით, რომელსაც ასევე აქვს ზღვის ხედი. მოცემული სერვისი ყველა სასტუმროს სტუმრისთვის უფასოა.
სასტუმროს ემსახურება პროფესიონალი კეთილგანწყობილი პერსონალი. სწორედ მათი დამსახურებით მსოფლიო დაჯავშნის პლატფორმებზე სასტუმრო 9.0 რეიტინგით სარგებლობს.
დაგვირეკეთ ნომერზე
+995 (574) 20 20 20
დაგვიტოვეთ მონაცემები და ჩვენ დაგიკავშირდებით
თქვენთვის სასურველო დროს.