მარდი ჰოლდინგმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა
მარდი ჰოლდინგმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმელი ბავშვები დაასაჩუქრა. კომპანია საჯარო აქციაში ჩაერთო, რომელშიც მონაწილეობდა ბათუმის სხვადასხვა სკოლის 120-მდე მოსწავლე. ბავშვებს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში გადაეცათ სიმბოლური პრიზები. აქციის ორგანიზატორი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
მარდი ჰოლდინგი ულოცავს ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს და უსურვებს ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!