უძრავი ქონების უფასო ტური

ბინების ყიდვა ბათუმში

ბათუმი ბევრისათვის მიმზიდველ და საოცნებო ქალაქია. ის არა მარტო აჭარის ადმინისტრაციული ცენტრია, ამავე დროს ბათუმი სწრაფად განვითარებადი სამეწარმეო და ტურისტული ცენტრია. ქალაქს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. შავი ზღვის სანაპიროსა და ხელთუქმნელ ბუნებაში დასვენებაზე ბევრი ოცნებობს,  ჩვენ კი გთავაზობთ ბოლომდე შეიგრძნოთ ეს ატმოსფერო და შეიძინოთ საცხოვრებელი ფართი ბათუმში, რაც თქვენი საიმედო დაბანდება იქნება. თქვენი გადასაწყვეტია, თუ რაზე შეაჩერებთ არჩევანს - თანამედროვე ცათამბჯენსა თუ ძველ შენობაზე, კერძო სახლზე თუ მცირე ზომის ბინაზე.

ჩვენი საიტი კი დაგეხმარებათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ბინები ბათუმში ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ბინები დააინტერესებს როგორც შეძლებულ, ასევე საშუალო შეძლების კლიენტებს. კომპანიის ბაზა უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ. მარტოხელა მომხმარებლისათვის ან ახალგაზრდა წყვილისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნება სტუდიოს ტიპის ბინა.

უფრო დიდ ოჯახებს ვთავაზობთ 2-, 3- ან 4-ოთახიან ბინებს. ბევრი ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ამიტომაც თქვენ იოლად შეარჩევთ ისეთ ბინას, რომლის ფანჯრებიც ზღვაზე გადის.  ვინ არ იოცნებებს ასეთ „მიწიერ“ სამოთხეზე! ბათუმი მოდერნიზებული საქართველოს სახეა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ინტენსიური მშენებლობა, შესაბამისად, თქვენ გეძლევათ საშუალება იცხოვროთ დასრულებულ შენობაში.

ახალი მყუდრო ბინა იქცევა საოცნებო ადგილად, სადაც თქვენ შეძლებთ დაისვენოთ და დატკბეთ ცხოვრებით. ყოველ მსურველს ჩვენ დავეხმარებით ბათუმში ბინების შეძენაში. ნუ შეყოყმანდებით, შეცვალეთ ძველი ბინა ახალი, უფრო კომფორტული და ლამაზი საცხოვრებლით. გაყიდვების განყოფილებაში საიტის დამთვალიერებლებს შეუძლიათ შეიძინონ  ფართები ბათუმში ბიზნესის საწარმოებლად.

ეს პერსპექტიული ნაბიჯია, რადგანაც ქალაქი სამეწარმეო ცენტრად გადაიქცა. სავსებით შესაძლებელია, სწორედ ბათუმი იქცეს მომავალი მსხვილი ფირმის დაარსების ადგილად. ბინის შეძენა და გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები ბევრს აშფოთებს, ჩვენ მზად ვართ გაგიადვილოთ ეს პროცესი.

Top
უძრავი ქონების ტური საქართველოში

წერილი წარმატებით გაიგზავნა!

ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა ჩვენს კომპლექსებში, ვთავაზობთ უფასო უძრავი ქონების ტურს.

გამგზავრების პირობები

  1. შეხვედრა ბათუმის აეროპორტში (უფასოდ);
  2. განთავსება ერთოთახიან ბინაში ან სასტუმროს ნომერში 3 დღითა და 2 ღამით(უფასოდ);
  3. ბინის დათვალიერება და არჩევა;
  4. არჩეული აპარტამენტის გაფორმება;
  5. აეროპორტში უკან ტრანსფერი (უფასოდ);

დამატებითი

  1. აეროპორტში ჩამოფრენისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის ფირმის ლოგოტიპის წარწერით, ასევე თქვენი გვარით.
  2. შემდეგ 2 დღეს თქვენ, ჩვენი თანამშრომლის თანხლებით, გაეცნობით კომპლექსს, შეისწავლით დაგეგმარებას, დოკუმენტაციას, დააკვირდებით მშენებლობის მსვლელობას მოცემული მომენტისათვის, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარებათ შესაფერისი აპარტამენტის შერჩევაში!
  3. ბოლო დღეს, ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ტრანსფერით აეროპორტში თქვენს რეისზე.
  4. ჩვენი უძრავი ქონებისათვის გამგზავრების პირობების თანახმად, ჩვენ გარანტიას ვიძლევით ერთოთახიან ბინასა ან სასტუმროს ნომერში 3 დღით განთავსებისა. თუკი თქვენ შეიძენთ უძრავ ქონებას ჩვენს კომპლექსში, მაშინ ბილეთის ღირებულებას უკან დაგიბრუნებთ.

შენიშვნა

უძრავი-ქონების ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მინიმუმ 7 დღით ადრე ჩანიშნულ ტურამდე.

ბილეთის ღირებულების პრაის-ფურცლით ანაზღაურების პირობები ძალაშია მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში. ფასდაკლებისა ან სხვა ბონუსების მიღების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დასვენების დღეებშიც!

თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი ქალაქი და გადაწყვეტთ გაიხანგრძლივოთ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებლის გახანგრძლივებაში, ასევე დაბალ ფასებში მოგიწყოთ ტურები აჭარაში.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით დახურვა
უკან დაბრუნება დახურვა